“ბულბული”
ერთ-ერთ შორეულ ქალაქში გალიის ბულბულების პირველობა ჩატარებულა გალობაში.კონკურსში მონაწილე თითოეულ ბულბულს ათი წუთი ჰქონია მიცემული და ამ ათ წუთში უნდა ემღერა,რაც იცოდა.
გაუმარჯვია ვიღაცის ბულბულს…
…იმ დროს,როდესაც გალიის ბულბულთა შეჯიბრის პირველი პრიზის მფლობელი კმაყოფილი კენკავდა ჰონორარის ანგარიშში მიღებული ფეტვის ულუფას,სადღაც შორს,აჯამეთისა თუ საბადურის ტყეებში,ისმოდა თავისუფალი ბულბულების ღვთაებრივი გოდება,მაგრამ მის – ამ სასწაულს – საგანგებოდ არ ნომრავდა და ქულებით არ აფასებდა მოცლილ ადამიანთაგან შედგენილი ჟიური… (ავტორი გენია.ჯი)