რატომ განაცხადა ლევ ტოლსტოიმ უარი ქართველ სარძლოზე?
როგორც ცნობილი გახდა,რუსი მწერლისა და მოაზროვნის – ლევ ტოლსტოის (1828-1910 წლები) ტულის გუბერნიაში განსაკუთრებული დავალებით მივლენილი ვაჟი – ანდრეი ტოლსტოი ულამაზეს ქართველ თავადის ქალზე – ელენე გურიელზე ყოფილა შეყვარებული და მასზე დაქორწინებასაც აპირებდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც კი აღნიშნული ინფორმაცია ლევ ტოლსტოისათვის გამხდარა ცნობილი,მას თავისი ვაჟი დაუტუქსავს და კატეგორიულად მოუთხოვია მისგან – ელენეზე არ დაქორწინებულიყო.მამის წინააღმდეგობას ანდრეიზე უდიდესი გავლენა მოუხდენია,რის გამოც მას გურიელის მშვენიერებით სახელგანთქმულ ქალთან საბოლოდ გაუწყვეტია ურთიერთობა… თუ რის გამო განაცხადა ლევ ტოლსტოიმ ელენეს ოჯახში რძლად შეყვანაზე უარი,ზუსტად დაუდგენელია,თუმცა ის სიტყვები,რაც ტოლსტოის მეუღლემ – სოფია ბერსმა ნინო ნაკაშიძესთან საუბარში ქართველების შესახებ განაცხადა,ალბათ ნათელს ჰფენს მისი უარის მოტივს: ” …უნდა გითხრათ,რომ ჩვენ ქართველები არ გვიყვარს”. – (ავტორი გენია.ჯი)
სოფია ბერსი