მარი-ანტუანეტის შესახებ…
ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი ავსტრიელი მწერლისა და კრიტიკოსის – შტეფან ცვაიგის წიგნში – “მარი ანტუანეტი: ორდინარული ხასიათის პორტრეტი”,კარგად არის ასახული თავისი ტრაგიკული აღსასრულით ცნობილი საფრანგეთის დედოფლის – მარი-ანტუანეტის (1755-1793 წლები) ბიოგრაფია. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ წიგნში ასევე დეტალურად არის გადმოცემული საფრანგეთის საზღვრისაკენ მიმავალი საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის – ფრანც I შტეფან ლოთარგიელისა და მარია ტერეზას უმცროსი ქალიშვილის, 14 წლის ასაკში მყოფი – მარი-ანტუანეტის მოგზაურობაც.საფრანგეთის დოფინის – ლუი XVI დე ბურბონისა და მარი-ანტუანეტის ქორწინება იმთავითვე პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა,რადგან ჰაბსბურგებისა და ბურბობების წყვილის დაოჯახებას საფრანგეთსა და ავსტრიას შორის მშვიდობა და მეგობრობა უნდა განემტკიცებინა. 1769 წელს დადებული საქორწინო შეთანხმების შემდეგ,საფრანგეთის მომავალ დედოფალს აღმზრდელები და მასწავლებლევბი მიუჩინეს.მისთვის უმოკლეს ვადებში უნდა შეესწავლათ როგორც ფრანგული ენა,ასევე სხვა უცხო ენები,ცეკვები და ასე შემდეგ. 1770 წლის 21 აპრილს მარიმ მშობლიური ვენა ნათესავების,მეგობრებისა და ავსტრიელი კავალერისტების თანხლებით დატოვა.საერთო ჯამში,მარის საფრანგეთისაკენ მიმავალ გზაზე 340 ადამიანისაგან შემდგარი უზარმაზარი ამალა აცილებდა.დადებული შეთანხმების თანახმად, 7 მაისს ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა განხორციელებულიყო ანტუანეტის ფრანგული მხარისათვის გადაცემა.ფრანგებსა და ავსტრიელებს შორის შეხვედრა სტრაბურგის სიახლოვეს მოხდა.დადგენილი წესის თანახმად,იგი თავის მხლებლებს სწორედ იქ უნდა დამშვიდობებოდა. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ ანტუანეტი ლუისაგან წარგზავნილებს (ესე იგი ფრანგებს) სრულიად დედიშობილა უნდა ჩაბარებოდა.ასეთი უჩვეულო რიტუალი დაკავშირებული გახლდათ იმასთან,რომ ანტუანეტი საფრანგეთის საზღვარზე ტოვებდა იმ ყველაფერს,რაც უცხო ქვეყნის სამეფო კართან იყო დაკავშირებული: მარი-ანტუანეტის უახლოესი გარემოცვის წევრებმა გააძრეს ავსტრიული ტანისამოსი და იგი სრულიად შიშველი გადასცეს ფრანგებს,რათა მათ თავიანთი ეროვნული ტანისამოსით შეემოსათ საფრანგეთის მომავალი დედოფალი.ასეთი რიტუალით ანტუანეტი ოფიციალურად გახდა საფრანგეთის დოფინი.
საინტერესოა ისიც,რომ იმ პერიოდში 15 წლის ასაკში მყოფმა ლუიმ,რომელსაც ერთხელაც კი არ ჰყავდა ნანახი თავისი მომავალი მეუღლე,ერთ-ერთ თავის ქვეშევრდომს ჰკითხა,როგორი განვითარებული ჰქონდა ანტუანეტის მკერდი.მან მარის სილამაზე შეაქო,თუმცა ამ დროს ლუიმ საუბარი შეაწყვეტინა და გაბრაზებულმა კვლავაც იგივე კითხვა გაუმეორა: “მე მისი სილამაზის შესახებ არ გეკითხები.მე მაინტერესებს მისი მკერდი”.
ქორწინების შემდგომ,ლუი გაცილებით დიდ დროს უთმობდა ნადირობას,ვიდრე თავის თანამეცხედრეს.მათ თერთმეტი წლის განმავლობაში შვილი არ შეძენიათ.ფრანგი ხალხი ამაში ბრალს ავსტრიული წარმომავლობის მქონე დედოფალს სდებდა და მას – “უნაყოფოს” უწოდებდა.
საფრანგეთში განხორციელებული აჯანყების შედეგად ლუი XVI დე ბურბონი ტახტიდან ჩამოაგდეს და სიკვდილით დასაჯეს.სიკვდილითვე დასაჯეს მარი-ანტუანეტიც.ეშაფოტზე ასვლისას,მისთვის ხელის შეშველება სცადა ჯალათმა,რომელსაც თავისი ამაყი ბუნებით ცნობილმა დედოფალმა უარი შემდეგი სიტყვებით უთხრა: “მე მეყოფა ძალა,რათა ეს თავად გავაკეთო…” (ავტორი გენია.ჯი)
მარი-ანტუანეტის სიკვდილით დასჯა