ანდრეი ტუპოლევი – “ეპიზოდი”
1959 წლის სექტემბრის თვეში,ისტორიაში პირველად,აშშ-ს ოფიციალური ვიზიტით ეწვია თავისი ოდიოზური თვისებებით ცნობილი საბჭოთა გენსეკი – ნიკიტა ხრუშჩოვი. (ავტორი გენია.ჯი) ამერიკაში ჩასაფრენად საბჭოელებმა იმ პერიოდისათვის ერთ-ერთი უახლესი და უდიდესი სამოქალაქო თვითმფრინავი – “ტუ – 114″ გამოიყენეს. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ “ტუ – 114″-ს თვითმფრინავისათვის აშშ-ი გაფრენა პირველი რეისი გახლდათ.როგორც წესი,ასეთ დროს თვითმფრინავის ბორტზე სახელმწიფოს მეთაურთან და მის თანმხლებ პირებთან ერთად,თავად თვითმფრინავის ავიაკონსტრუქტორიც უნდა ყოფილიყო.თუმცა,აღნიშნულ რეისზე “ტუ – 114″-ის მთავარი ავიაკონსტრუქტორის – ანდრეი ტუპოლევის (1888-1972 წლები) ნაცვლად,მისი ვაჟი – ალექსანდრე იმყოფებოდა,რომელსაც თავადაც ჰქონდა ახალი თვითმფრინავის შექმნაში მონაწილეობა მიღებული.ამერიკის შეერთებული შტატებისაკენ მიმავალ საბჭოთა დელეგაციას მოსკოვის აეროპორტში სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ანდრეიც აცილებდა.მან შეამჩნია,რომ ხრუშჩოვი ცოტა არ იყოს ნერვიულობდა,რის გამოც ნიკიტას ხუმრობანარევი სერიოზულობით უთხრა: “არ ინერვიულოთ,ამხანაგო ნიკიტა.ხომ ხედავთ,ახალი თვითმრინავის საიმედოობაში იმდენად ვარ დარწმუნებული,რომ მძველის სახით საკუთარ ვაჟსაც კი გატანთ.თვითმფრინავს არასაიმედოდ რომ მივიჩნევდე,ეჭვი არ შეგეპაროთ: მის ბორტზე ჩემი ვაჟის ნაცვლად,მე ამოვიდოდი”. (ავტორი გენია.ჯი)
ალექსანდრე ტუპოლევი
ნიკიტა ხრუშჩოვი
ტუ – 114