ოტო ფონ ბისმარკი – “ეპიზოდი”
გერმანიის იმპერიის ლეგენდარულ დამაარსებელსა და პირველ რაიხსკანცლერს – ოტო ედუარდ ლეოპოლდ ბისმარკს (1815-1898 წლები) იმთავითვე ექსტრავაგანტულ პიროვნებად მიიჩნევდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ბისმარკის მომავალი მეღლის – იოანა ფონ პუტკამერის (1824-1894 წლები) არისტოკრატი მშობლები ოტოს იმთავითვე უგუნური,შეშლილი და თავხედი რეპუტაციის მქონე პიროვნებად მიიჩნევდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ თავიანთი ერთადერთი ქალიშვილი (უფროსი ვაჟი – ფრანცი 5 წლის ასაკში გარდაეცვალათ) მისი მეუღლე არ გამხდარიყო.პუტკამერების ოჯახი თავისი სტუმარმასპინძლობითა და ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა,რაც ბისმარკს საშუალებას აძლევდა ესარგებლა მათი კეთილშობილი თვისებებით და ხშირად სწვეოდა სატრფოს. 1846 წელს ოტომ იოანას მშობლებს ერთობ დიპლომატიური შინაარსის მქონე წერილი გაუგზავნა,სადაც ასევე დიპლომატიურად თხოვდა ქალიშვილის ხელს.იოანას მამა – ჰაინრიხი აღაშფოთა ბისმარკის წერილმა. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით იგი არაერთხელ იგონებდა,თუ როგორ ჩაარტყა თავში იაონას ოტოს მიერ გამოგზავნილი წერილი.მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა,იუნკერი ბისმარკი პუტკამერების ოჯახს მაინც არ აძლევდა მოსვენებას.წერილის გაგზავნიდან სულ რაღაც სამიოდე დღე იყო გასული,როდესაც ოტო მოულოდნელად ეწვია პუტკამერებს.როდესაც სტუმარს კარი გაუღეს,იგი ყველასათვის მოულოდნელად,იმ ოთახში შეიჭრა,სადაც სატრფო ეგულებოდა.ბისმარკის თავხედობით განცვიფრებული მშობლები კი ამაოდ ცდილობდნენ ხელიდან გამოეგლიჯათ თავიანთი ქალიშვილი,რომელსაც თავდავიწყებით ეხვეოდა და ხელიდან არ უშვებდა “შეშლილი” სასიძო.ყოველივე ამის შემდგომ,თვალცრემლიანი იოანა მშობლებს მიუბრუნდა და აღიარა,რომ მას ბისმარკი უზომოდ უყვარდა.წარმოთქვა თუ არა ეს სიტყვები იოანამ,მშობლების თვალწინვე დაეკონა ოტოს.
პუტკამერების წყვილს ისღა დარჩენოდა ქალიშვილის გადაწყვეტილებას დათანხმბულიყო. 1847 წლის 28 ივლისს – ოტო ფონ ბისმარკი და იოანა ფონ პუტკამერი დაქორწინდნენ.მათ თანაცხოვრებაში ორი ვაჟი – ჰერბერტი და ვილჰელმი და ერთი გოგონა – მარია შეეძინათ.ბისმარკების წყვილმა 47 წელიწადი თანაიცხოვრეს და ისე განვლიეს სიცოცხლე,რომ ურთიერთსიყვარული და ურთიერთპატივისცემა არასოდეს განელებიათ. (ავტორი გენია.ჯი)
იოანა ფონ პუტკამერი
მარია,ჰერბერტი და ვილჰელმ ბისმარკები