აისინიგიორო პუი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ჩინეთის უკანასკნელმა იმპერატორმა - აისინიგიორო პუიმ (1906-1967 წლები),თავისი ცხოვრების განმავლობაში უამრავი განსაცდელი გამოიარა.ტახტზე ასვლისას სამი წლის ასაკში მყოფმა (ჩინეთში ადამიანის ასაკს მისი ჩასახვის დროიდან ითვლიან.შესაბამისად,”ტახტზე ასვლის დიდი ცერემონიისას” პუი ორი წლის გახლდათ) აისინიგიორომ ბავშვური გულუბრყვილობით განაცხადა: “არ მინდა აქ დარჩენა! სახლში მინდა!” – და ეგებ მისთვის ჯობდა კიდეც სახლში რომ გაეშვათ. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც იმპერატორი გახდა,პატარა პუის მუდმივად ესმოდა ერთი და იგივე სიტყვები: “იმპერატორი არ უნდა გაიქცეს”,”იმპერატორმა არ უნდა იცინოს”,”იმპერატორის სხეული წმინდაა და მას არავინ არ უნდა შეეხოს” და ასე შემდეგ,რაც ძალინ თრგუნავდა ბავშვს.აისინიგიროსათვის მიჩენილი მასწავლებლები იმპერატორს კოსმოლოგიას ექვსი წლის ასაკიდან ასწავლიდნენ.თუმცა სასწავლო სფერო არ მოიცავდა არც ფიზიკას,არც ქიმიას და არც არითმეტიკას.”აკრძალულ ქალაქში” გამოკეტილ პუის ძალიან უყვარდა სათავგადასავლო რომანების კითხვა და თავადაც წერდა თხზულებებს,რომლებსაც თავადვე უკეთებდა ილუსტრაციებს.დროთა განმავლობაში პოლიტიკური კლიმატის ცვალებადობასთან ერთად,აისინიგიოროს თავზე შავმა ღრუბლებმა მოიყარა თავი: გარკვეული პერიოდის განმავლობაში იაპონელთა ტყვეობაში იმყოფებოდა,ჩინეთის სახალხო რევოლუციის შემდეგ,სტალინმა იგი მაო ძედუნის კომუნისტურ ხელისუფლებას გადასცა,რომელმაც თავის მხრივ,პიუ ციხეში გამოამწყვდია. 1950-იან წლებში ამნისტიით განთავისუფლდა და ერთ დროს უდიდესი ქვეყნის იმპერატორი პეკინის ბოტანიკური ბაღის მოკრძალებულ სათვალიან მომვლელად იქცა.სწორედ თავისი ბედუკუღმართი ცხოვრება გახლდათ ის მიზეზი,რამაც უშვილძიროდ გადადებულ პუის სიკვდილის წინ დააწერინა: “იაპონელები სიკვდილით მემუქრებოდნენ,თუ თავს იმპერატორად არ გამოვაცხადებდი.მანჯურიელები და ჩინელები კი ანალოგიურ სასჯელს მიქადდნენ,თუკი თავს იმპერატორად გამოვაცხადებდი.ჩემს თავზე დატეხილმა ქარტეხილებმა ისეთ დონეზეც კი მიმიყვანეს,რომ არა მხოლოდ სიგარეტის მოწევისა მეშინოდა,არამედ საჭმელის ჭამისა და წყლის დალევისაც კი.ისტორიაში არც ერთ მონარქს იმდენი შხამით სავსე სამსალა არ შეუსვია და არც ერთ მონარქს იმდენი საფრთხე არ შეჰქმნია,რამდენიც – მე!”. – (ავტორი გენია.ჯი)