„დამაკვირდი”
1. „უპატრონო ბავშვები როდი ემუქრებიან საზოგადოებას! პირიქით – საზოგადოება ემუქრება ბავშვებს უპატრონობით!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „გახსოვთ ხომ? როგორ დაიწყო ტროას ომი: ყველას სურდა ხელში ჩაეგდო ვაშლი წარწერით – “მას, ვინც ყველაზე მშვენიერია”.
* * *
3. „კაცობრიობის სიყვარული იოლია, ძნელი – საკუთარი მეზობლის სიყვარულია!”
* * *
4. „ისტორია – ეს არის ადამიანთა შეხვედრა საუკუნეებში”. – მარკ ბლოკი
* * *
5. „გავუფრთხილდეთ მემკვიდრეობას! დიახ! ოღონდ მხოლოდ ლექსებსა და პოემებს კი არა, – ადამიანებსაც!”
* * *
6. „მამაცურად სიკვდილი ბევრს შეუძლია, მამაცურად ცხოვრება კი – ცოტას!” – ფრანგული სიბრძნე
* * *
7. „იყო ცუდი ქართველი, ამას ალბათ ისევ ისა სჯობს, იყო კარგი ფრანგი!”
* * *
8. „მჯობნის მჯობნი ნუ დაულიოს საქართველოს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. „თამაშის შემდეგ ღმერთმა და ეშმაკმა მაისურები გაცვალეს!” – (იუმორსეკიდან)
* * *
10. „საქართველო – ეს არის ქვეყანა, სადაც იმდენჯერ უნდა მოიხადო ბოდიში, რამდენ ელემენტარულ ჭეშმარიტებასაც იტყვი!” – ტარიელ ჭანტურია