სოკრატე – “ეპიზოდი”
ერთხელ ანტიკური ხანის გენიალურ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს - სოკრატეს (ძვ.წ.აღ-ით 470-399 წლები) ჰკითხეს:
- დავუშვათ,სტრატეგოსმა,რომელმაც თავისი მხედრობა სულით დაცემული იხილა,ამის გამო ტყუილი თქვა: მოკავშირენი გვიახლოვდებიანო და ამ ტყუილით ჯარისკაცებს მხნეობა დაუბრუნა,სად მოვათავსოთ მისი სიცრუე?
- ჩემი აზრით,სამართლიანობასთან.
- თუ კაცმა თავის შვილს,რომელსაც წამლობა სჭირდება,მაგრამ წამლის მიღება არ სურს,ეს წამალი საჭმელივით შეაპარა და ამგვარი ტყუილით პირმშოს ჯანმრთელობა აღუდგინა,ეს ტყუილი სადღა მოვათავსოთ?
- ჩემი აზრით,ესეც იქვე უნდა მოთავსდეს. – უპასუხა სოკრატემ. – (ავტორი გენია.ჯი)