“ქალი ვარ ბაგრატივნისა” – (ხალხური)
ქალი ვარ ბაგრატივნისა,
განჯას თათარსა ვყევარო.
დღისით მიყრიან ბორკილსა,
ღამით თათართან ვწევარო.
ჯერ რჯულ არ გადამიგდია,
თავის რჯულზევე ვდგევარო,
ქალო და რძალო ლამაზო,
სუ ჩემო მოსადეგარო,
შაკრიბეთ თითო შაური,
მიხსენით,თქვენი ტყვე ვარო!
სირცხვილი თქვენთვის,ვაჟებო,
თორო მე კარგად ვყევარო,
ტანთა მცვავ სიასამური,
წუღა-ქოშებზე ვდგევარო…
ნეტარ ვეღარა გნახავა,
შე საქართველოს მძლევარო!