რა პასუხი გასცა სტალინმა ნიკიტა ხრუშჩოვს თავისი ვაჟის შეწყალებაზე?
1943 წლის მარტის დასაწყისში,იოსებ სტალინს სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის სამხედრო საბჭოში შემავალი გენერალ-ლეინტენანტისაგან – ნიკიტა ხრუშჩოვისაგან სასწრაფო წესით გაგზავნილი წერილი მიუვიდა,სადაც იგი თხოვნით მიმართავდა საბჭოთა გენსეკს მასთან შესახვედრად მცირეოდენი დრო გამოენახა. (ავტორი გენია.ჯი) სტალინმა ნიკიტასთან შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა,რის შემდეგაც ხრუშჩოვი დაუყონებლივ გაემგზავრა მოსკოვში.სტალინი კარგად ხვდებოდა თუ რატომ ითხოვდა ნიკიტა მასთან გადაუდებელ შეხვედრას: ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ხრუშჩოვის სამხედრო პილოტმა ვაჟმა – ლეონიდმა 1942 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთი წვეულებისას წითელი არმიის მაიორს ესროლა და მოკლა,რის გამოც მას თავისუფლების ხანგრძლივი ვადით აღკვეთა ან დახვრეტა ემუქრებოდა.
სტალინს ნიკიტასთან შეხვედრამდე მოახსენეს,რომ ასეთი ქმედება ხრუშჩოვის ვაჟისათვის პირველი არ ყოფილა,თუმცა მანამდე მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.გასათვალისწინებელია ისიც,რომ სტალინს ერთხელ უკვე ჰქონდა მისთვის დახმარება აღმოჩენილი,რამაც იგი მკაცრი სასჯელისაგან იხსნა (საქმე შეწყდა).ამჯერად ბელადი ათვითცნობიერებდა,რომ ხრუშჩოვთან რთული დიალოგის გამართვა მოუწევდა,რადგან ის ისევ თავისი ვაჟის გადარჩენას მოსთხოვდა. (ავტორი გენია.ჯი) და აი,ხრუშჩოვი სტალინის კაბინეტში შედის:
- ამხანაგო სტალინ,მთელი ჩვენი ოჯახი ძალიან მადლიერია თქვენი იმ უზარმაზარი დახმარებისათვის,რაც ერთხელ უკვე აღმოგვიჩინეთ.თუმცა ჩვენ ისევ თავს დაგვატყდა საშინელი უბედურება.ჩემმა ვაჟმა – ლეონიდმა კვლავაც დანაშაული ჩაიდინა და ეხლა სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.როგორც შემატყობინეს,მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.
სტალინი დიდი ყურადღებით უსმენდა ცივი ოფლით დაცვარული ხრუშჩოვის სიტყვებს.
- ძვირფასო იოსებ ბესარიონის ძევ! – აქ უკვე ნიკიტას ნერვებმა უმტყუნა და აქვითინდა. – ყველა იმედი თქვენთანა მაქვს დაკავშირებული… ძალიან გთხოვთ,დაგვეხმარეთ… ვიცი,რომ ჩემი შვილი დამნაშავეა.დაე,უმკაცრესად დაისაჯოს,მაგრამ არა დახვრეტით…
სტალინი კვლავაც დუმილით უსმენდა ნერვებს აყოლილი და სტრესში ჩავარდნილი ხრუშჩოვის თხოვნას.როდესაც ნიკიტა ცოტაოდენ დამშვიდდა იოსებმა მიმართა:
- მე უკვე მომახსენეს თუ რა შეემთხვა თქვენს ვაჟს.ეჭვი არ მეპარებოდა,რომ ამ საკითხის შესახებ ჩვენს შორის შეხვედრა შედგებოდა.თქვენს მიმართ ჩემი დიდი პატივსცემა რომ არა,ფრონტის ხაზიდან მოსკოვში ჩამოსვლის უფლებას არ მოგცემდით.პარტია დიდად აფასებს იმ წვლილს,რაც თქვენ შეგაქვთ სოციალიზმის მშენებლობაში,ტროცკისტებთან ბრძოლაში,თქვენი დიდი დამსახურებაა საბჭოთა ხელისუფლების პოზიციების გამყარება უკრაინაში და ეხლა კიდევ გერმანელი-ფაშისტი დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძვით.
ნიკიტას დიქტატორის სიტყვებმა იმედის ნაპერწკალი გაუღვივა.იგი ყოველ მის სიტყვას ჰაერივით ისრუტავდა.
- ნიკიტა სერგის ძევ,მე ძალიან მინდა დაგეხმაროთ.მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ სრულიად უძლური ვარ.ერთხელ უკვე წავედი ჩემი სინდისის წინააღმდეგ,როდესაც სასამართლოს თქვენი ვაჟის შეწყალების თხოვნით მივმართე.თუმცა ის კი არ გამოსწორდა,არამედ კვლავაც დანაშაული ჩაიდინა და იმაზე გაცილებით დიდი დანაშაული,ვიდრე ადრე ჰქონდა ჩადენილი.მე მეორედ კანონის დარღვევის უფლებას არ მომცემს არც ჩემი სინდისი და არც იმ ადამიანების უბედურება,რომლებიც თქვენი შვილის მსხვერპლი გახდნენ.
შექმნილ სიტუაციაში,სამწუხაროდ,ვერანაირ დახმარებას ვერ აღმოგიჩენთ.თქვენი შვილი წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე და საბჭოთა კანონმდებლობის თანახმად აგებს პასუხს.
ხრუშჩოვი სტალინის სიტყვებმა წელში გატეხა.თუმცა მან კიდევ ერთხელ სცადა გენსეკის გულის მოლბობა და მის ფეხებთან დაიჩოქა.ბელადმა ნიკიტას თავის ხელში აყვანისაკენ და ფეხზე წამოდგომისაკენ მოუწოდა,მაგრამ სასოწარკვეთილ ხრუშჩოვს არაფერი ესმოდა და კვლავაც მის ფეხებს იყო ჩაფრენილი.სტალინმა დაცვა გამოიძახა.კაბინეტში უმალვე შესულ პოსკრებიშევსა და დაცვის სხვა წევრებს ბელადმა მიმართა:
- გაიყვანეთ ამხანაგი ხრუშჩოვი გვერდით ოთახში და დაეხმარეთ,რომ აზრზე მოვიდეს.
სწორედ აღნიშნული მოვლენა იქცა მისი სტალინისადმი განსაკუთრებული სიძულვილის მიზეზი.აკი,როდესაც სტალინი გარდაიცვალა,მთელი თავისი შესაძლებლობებით იძია მასზე შური.”ლენინმა თავისი ძმის გამო შური იძია არა მხოლოდ მეფეზე,არამედ მთელ მის ოჯახზეც,ხოლო მე შურს ვიძიებ სტალინზე,თუნდაც მკვდარზე,ჩემი შვილის გამო”, – განაცხადა ერთხელ თავის უახლოეს გარემოცვაში ნიკიტა ხრუშჩოვმა. – (ავტორი გენია.ჯი)
ლეონიდ ხრუშჩოვი