რატომ აკრიტიკებდა თეოდორ რუზველტი ლევ ტოლსტოის?
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 26-ე პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან – თეოდორ რუზველტი (1858-1919 წლები),რომელიც ერთობ ექსცენტრიული ხასიათით იყო გამორჩეული,დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩართული პოლემიკაში ცნობილ რუს მწერალთან – ლევ ტოლსტოისთან. (ავტორი გენია.ჯი) იგი განსაკუთრებული სიმძაფრით აკრიტიკებდა ტოლსტოის ეთიკურ კონცეფციასა და შეხედულებებს – ომისა და მშვიდობის შესახებ.აქვე უნდა აღინიშნოს,რომ ეს თემა ერთადერთი არ ყოფილა,რომლის გამოც ტოლსტოიმ რუზველტისაგან კრიტიკა დაიმსახურა.როგორც ცნობილია,თავად რუსი მწერალი ხშირად გამოთქვამდა თავის ნეგატიურ აზრსა და დამოკიდებულებას ამერიკის მიერ წარმოებულ პოლიტიკასა და ამერიკელებზე და, მის ყოველ სიტყვას დიდი რეზონანსი ახლდა ხოლმე თან.აღნიშნულის გამო აშშ-ის პრეზიდენტი ერთობ ღიზიანდებოდა და ტოლსტოის საჯაროდ აკრიტიკებდა.ერთხელ თეოდორმა იგი ამერიკის შეერთებული შტატების საშინაო საქმეებში ჩარევაშიც კი დაადანაშაულა. (ავტორი გენია.ჯი)
ლევ ტოლსტოი