იცით თუ არა,რომ
1. ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მამულიშვილისა და საქართველოს “მეჭურჭლეთუხუცესად” წოდებული – ექვთიმე თაყაიშვილის უმწიკვლო ცხოვრების წესის მაცქერალი პარიზელები გაოცებას ვერ მალავდნენ და მის შესახებ ამბობდნენ – “მდიდარი კაცი,რომელიც ძუნწი სულაც არ არის და მაინც მშიერი კვდებაო!” – (ავტორი გენია.ჯი)
2. საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეფედ აღიარებულია – ლუი IX წმინდა (1214-1270 წლები).იგი ერთობ განათლებული,ღრმად მორწმუნე ქრისტიანი და რეფორმატორი მონარქი იყო.თუკი ლუის ბიოგრაფიას გადავავლებთ თვალს,აღმოვაჩენთ,რომ მან ორჯერ სცადა იერუსალიმის გამოხსნა.გარდა ამისა,რეფორმების ფარგლებში ქვეყანა 20 ოლქად დაჰყო,საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე შემოიღო ერთიანი ფული,სასამართლოებისაგან მოითხოვდა მაქსიმალურად სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას და ასე შემდეგ.
3. იოსებ სტალინმა თავისი 30 წლიანი მმართველობის პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ დატოვა საბჭოთა კავშირის საზღვრები – პირველად,თეირანის კონფერენციის მიმდინარეობისას 1943 წელს და მეორედ,პოსტდამის კონფერენციის მიმდინარეობისას 1945 წელს.
4. ამერიკელი ანარქისტის – ლეონ ფრანკ ჩოლგოშის მიერ ვერაგულად მოკლული ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 25-ე პრეზიდენტის – უილიამ მაკ-კინლის უკანასკნელი სიტყვები აშშ-ის ეროვნული ჰიმნიდან გახლდათ ამოღებული: “ახლოს,შენთან,უფალო”. – (ავტორი გენია.ჯი)
5. რუმინელი დიქტატორის – ნიკოლაე ჩაუშესკუს მეუღლე – ელენა,რომელსაც ქმრის ხელისუფლებაში მოსვლის შედგომ სხვა უამრავ ტიტულთან ერთად – “სახელმწიფოს პირველი პოეტი ქალი” უწოდეს და რუმინეთის სოციალისტური ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს,ძალაუფლების ხელში აღებამდე გარკვეული ხნის მანძილზე ღორების ფერმაში – მეღორედ მუშაობდა.
6. მას შემდგომ,რაც 1963 წლის 22 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტის – ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის ამბავი შეიტყო მისმა ძმამ – რობერტ ფრენსის კენედიმ,სასოწარკვეთილმა წარმოთქვა: “ვფიქრობდი,რომ ეს მე შემემთხვეოდა”.მას მხედველობაში ჰქონდა ის გარემოება,რომ სწორედ რობერტის გენერალური პროკურორობის პერიოდში იქნა ციხეებში გამომწყვდეული ყველაზე გავლენიანი ამერიკელი მაფიოზები,რამაც უამრავი მტერი შესძინა.საუბედუროდ,მოგვიანებით (1968 წლის 6 ივნისს),ჯონის მსგავსად ისიც მოკლული იქნა არაბი ემიგრანტის – სირჰან სირჰანის მიერ.
7. ბაქოში დაბადებულ ებრაული წარმომავლობის მქონე გამოჩენილ რუს ფიზიკოსს – ლევ ლანდაუს (1908-1968 წლები) განსაკუთრებით ეჯავრებოდა გენიალური ფრანგი მწერლების – მარსელ პრუსტისა და ანატოლ ფრანსის შემოქმედება.
8. დასავლეთ აფრიკაში,ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე – ლიბერიის რესპუბლიკაში,მოსწავლეებს,რომლებიც სკოლების შიდაგანაწესს არღვევენ და უდისციპლინობით გამოირჩევიან – შოლტის ცემით სჯიან.აღნიშნული პრაქტიკა იმდენად დამკვიდრებულია აფრიკულ სახელმწიფოში,რომ თვით ლიბერიის პრეზიდენტმაც კი 1997-2003 წლებში – ჩარლზ ტეილორმა,თავისი 13 წლის გოგონა – ემანუელი,ცუდი ყოფაქცევის ჩადენისათვის 10 შოლტით დასაჯა.
9. ერთ-ერთი თვისთნასწავლი ქართველი “რუსთველოლოგი”,ვინმე – კვაჭაძე – ამტკიცებდა,რომ “ვეფხისტყაოსანი” არა შოთა რუსთაველის მიერ იქნა დაწერილი,არამედ საქართველოს მეფეების – გიორგი III-ისა და თამარის მეჭურჭლეთუხუცესის – ყუთლუ-არსლანის მიერო.ცნობისათვის,ზოგიერთი ქართველი მეცნიერი იმასაც ირწმუნებოდა,რომ “ვეფხისტყაოსანი” დავით აღმაშენებლის შვილთაშვილისა და თამარ მეფის ბიძაშვილის – დემეტრე (დემნა) ბატონიშვილმა დაწერაო. – (ავტორი გენია.ჯი)
10. იოანეს სახარების მიხედვით,უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მხოლოდ ერთხელ დაწერა რამდენიმე სიტყვა ქვიშაზე და ისიც არავის წაუკითხავს…