ტიტუს ფლავიუს დომიციანე – “ეპიზოდი”

ფლავიუსების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი რომის საიმპერატორო ტახტზე – ტიტუს ფლავიუს დომიციანე (51-96 წლები) ერთობ ტირანული და დიქტატორული თვისებებით გამორჩეული იმპერატორი იყო.მის მიერ ჩადენილი შიზოიდური და უსამართლო ქმედებების გამო,დომიციანეს უამრავი მოსისხლე მტერი გაუჩნდა.იგი ჯერ კიდევ პატარა ასაკში იმყოფებოდა,როდესაც ასტროლოგებმა უწინასწარმეტყველეს,რომ 96 წლის 18 სექტემბერს,დღის ხუთ საათზე შეთქმულების შედეგად მოკლავდნენ. (ავტორი გენია.ჯი) რაც უფრო ახლოვდებოდა აღნიშნული თარიღი,ისედაც ნერვიული ხასიათის მქონე დიქტატორი,კიდევ უფრო მეტად ნერვიული ხდებოდა.მისი შიში იმდენად დიდი იყო,რომ იმპერატორი სრულ მარაზმშიც კი გადავარდა: ყველგან შეთქმულება ელანდებოდა,რის გამოც სრულიად უდანაშაულო ადამიანების სიკვდილით დასჯაზეც არ იხევდა უკან.მისი ბრძანებით მოკლული იქნა ისინი,ვისზეც ეჭვობდა,რომ იმპერატორის პოტენციური მკვლელები იყვნენ.მათ შორის,მისი სრულიად უდანაშაულო მრჩეველი – ეპაფროდიტე და ტიტუსისვე უახლოესი ნათესავი – ფლავიუსი.უდანაშაულო ადამიანების სიკვდილით დასჯის სერიებმა უდიდესი აღშფოთება გამოიწვია რომაელებში.ნიშანდობლივია ის ფაქტი,რომ ტიტუსმა მის წინააღმდეგ შეთქმულებას თავადვე დაუდო სათავე.გარდა ამისა,უსაფრთხოების დაცვის მიზნით,სასახლის იმ ოთახებსა თუ დარბაზებში,სადაც დომიციანე ძირითად დროს ატარებდა,ქვეშევრდომებს სპეციალურად დამუშავებული მთვარის გაპრიალებული ქვები დაამონტაჟებინა.ამ მეთოდით ის ვარაუდობდა,რომ ზურგიდან მომავალ საფრთხეს გააკონტროლებდა და შეთქმულებისაგან თავს დაიცავდა.როგორც რიგი ისტორიული წყაროებისა ირწმუნება,ტიტუსს 17 სექტემბრის ღამით რომაული მითოლოგიის ერთ-ერთი ქალღმერთი – მინერვა დაესიზმრა,რომელმაც უთხრა,რომ მომავალში მის დაცვას ვეღარ მოახერხებდა. (ავტორი გენია.ჯი) საშინელმა სიზმარმა,ღამით დომიციანეს განწირული და ველური ხმით ღრიალი გამოიწვია,რამაც მთელი სასახლის კარი ფეხზე დააყენა.დამფრთხალმა იმპერატორმა დაცვა გააძლიერა… დგებოდა მისთვის ნაწინასწარმეტყველები საბედისწერო დღე… საყურადღებოა ის გარემოება,რომ 96 წლის 18 სექტემბერს არა მხოლოდ დომიციანეს დაცვა იყო კბილებამდე შეიარაღებული,არამედ თავადაც იარაღასხმული გახლდათ.იგი წამებს ითვლიდა… როდესაც მოახსენეს,რომ ხუთ საათს უკვე გადაცდა,იმპერატორმა შვებით ამოისუნთქა და აბაზანისაკენ გასწია.თუმცა იგი მოატყუეს,რადგან ციბერბლატზე ჯერ კიდევ არ იყო ხუთი საათი შესრულებული.აბაზანიდან გამოსულმა ტიტუსმა,რომელმაც საფრთხე გადავლილად ჩათვალა,სულიერი სიმსუბუქე იგრძნო და იმ ადამიანების მიღება გადაწყვიტა,რომლებიც მასთან შეხვედრას ითხოვდნენ.იმპერატორის მისაღებ ოთახში ერთ-ერთი შეთქმული – სტეფანე შევიდა და როდესაც მან იმპერატორის მოკვლა მოინდომა,მისგან თავგანწირულ წინააღმდეგობას გადააწყდა.მიუხედავად ამისა,ბავშვობაში ასტროლოგების მიერ დომიციანესადმი  ნაწინასწარმეტყველები მაინც ახდა და იგი 96 წლის 18 სექტემბერს მოკლული იქნა.თუმცა იმპერატორთან ორთაბრძოლაში მიღებული ჭრილობების შედეგად,თავად თავდამსხმელიც დაიღუპა.

მეტად საინტერესოა ის გარემოება,რომ,როდესაც დომიციანეს კლავდნენ,სწორედ იმ დროს,ძველ ბერძნულ პოლისში – ეფესოში საჯარო სიტყვას წარმოთქვამდა ნეოპითაგორიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი და წინასწარმეტყველი – აპოლონიოს ტიანელი.რომიდან ასეულობით კილომეტრით დაშორებულმა აპოლონიოსმა მოულოდნელად სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა.მცირეოდენი პაუზის შემდეგ კი განაცხადა: “მოქალაქენო: დღეს ტირანი მოკლეს! ვფიცავ ათენას,რომ ის სწორედ იმ დროს მოკლეს,როდესაც მე სიტყვით გამოვდიოდი!” – თუ რა მეთოდით და რა წყაროებით შეძლო აპოლონიუსმა ამის დადგენა,დღემდე დიდ გამოცანად რჩება. (ავტორი გენია.ჯი)

აპოლონიოს ტიანელი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>