გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი – “ეპიზოდი”
რომის იმპერიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და იმავე იმპერიის პირველი იმპერატორი – გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი (ძვ.წ.აღ-ით 63 – ახ.წ.აღ-ით 19 წლები) მეტად უცნაური თვისებებით გამორჩეული ხელისუფალი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მას არა მხოლოდ ჯუჯებისა და მახინჯი ადამიანებისადმი გააჩნდა პათოლოგიური შიში (მათთან შეხვედრას ცუდ ნიშნად მიიჩნევდა),არამედ ქარიშხალი და ჭექა-ქულიც ძალიან აფრთხობდა. (ავტორი გენია.ჯი) ცრურწმენებით შეპყრობილი ოქტავიანე ბავშვობიდანვე დარწმუნებული იყო იმაში,რომ სამყაროში არსებობდა რაღაც ზებუნებრივი ძალა,რომელიც სწორედ მის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული.სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ – გაიუსი მუდმივად ატარებდა სპეციალურად დამუშავებულ სელაპის ტყავს,რადგან დარწმუნებული გახლდათ,რომ იგი სასწაულმოქმედი თვისებებით იყო აღჭურვილი და განსაცდელისგან დაიცავდა.
ერთ დღეს რომში ცნობილი რომაელი მოქალაქე გარდაიცვალა,რომელმაც იმიერში საკმაოდ სოლიდური ვალებიც თან გაიყოლა.ყველასათვის მოულოდნელად,ოქტავიანემ თავის ქვეშევრდომებს უბრძანა,რომ აწგარდაცვლილი რომაელი მოქალაქის ოჯახისაგან ის ბალიში გამოესყიდათ,რომლითაც სიცოცხლეში სარგებლობდა.ასეთი უცნაური ბრძანებით გაოცებულმა ქვეშევრდომებმა თავიანთი ცნობისმოყვარეობა ვერ დამალეს და იმპერატორს მოკრძალებულად შეჰკადრეს,თუ რაში სჭირდებოდა მას აწგანსვენებულის ბალიში. “- ძალიან საინტერესოა,ვფლობდე ისეთ ბალიშს,რომელზედაც ადამიანს იმ შემთხვევაშიც კი შეეძლება მშვიდ ძილს მისცეს თავი,როდესაც ზუგზე უზარმაზარი ვალები აქვს აკიდებულიო”. – ამ სიტყვებით განუმარტა ავგუსტუსმა ქვეშევრდომებს აწგანსვენებული რომაელის ბალიშის შეძენის მიზეზი. – (ავტორი გენია.ჯი)