ტრისტან ბერნარი – “ეპიზოდი”

დიდი ფრანგი მწერალი,დრამატურგი და ჟურნალისტი – ტრისტან ბერნარი (1866-1947 წლები) საოცარი იუმორის გრძნობით დაჯილდოებული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთ ფრანგულ რესტორანში სადილობისას,ბერნარი ძალიან უკმაყოფილო დარჩა მისთვის მირთმეული კერძების ხარისხით:

- თუ შეიძლება,რესტორნის მეპატრონეს დაუძახეთ, – მიმართა ტრისტანმა მიმტანს და თან ანგარიში გაასწორა.

რამდენიმე ხანში,ბერნარს შუა ხნის მამაკაცი წარუდგა და რესტორნის მეპატრონედ გაეცნო.

- გადამეხვიეთ! – მიმართა ტრისტანმა.

- რა მითხარით! – გაოცდა რესტორნის მეპატრონე.

- გადამეხვიეთ! – კვლავ გაუმეორა მან.

- რატომ,მუსიე? რა საჭიროა?

- იმიტომ,რომ სამუდამოდ უნდა დაგემშვიდობოთ.მომავალში თქვენს რესტორანში ჩემი ფეხი აღარასოდეს დაიდგმება. – მიმართა ბერნარმა მას და იქაურობა დატოვა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება