ლუი XIV დე ბურბონი – “ეპიზოდი”

საფრანგეთის “მეფე მზედ” წოდებული - ლუი XIV დე ბურბონის მმართველობისას (1643-1715 წლები),საფრანგეთის მეცნიერთა აკადემიამ გადაწყვიტა საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები ჩაეტარებინა ქვეყნის ახალი რუკის შესადგენად,რადგან ძველ რუკებში ძალიან ბევრი უზუსტობები იყო დაფიქსირებული. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც ფრანგმა მეცნიერებმა და კარტოგრაფებმა ხანგრძლივი შრომატევადი სამუშაო დაასრულეს,საფრანგეთის სრულიად ახალი რუკა ლუი XIV დე ბურბონს წარუდგინეს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ახლად შედგენილ რუკაზე საფრანგეთის სამეფოს ტერიტორია იმაზე გაცილებით პატარა იყო,ვიდრე ძველ რუკებზე გახლდათ დაფიქსირებული.”მეფე მზე”,რამდენიმე ხნის განმავლობაში დიდი ყურადღებით აკვირდებოდა რუკას და, როდესაც დაასკვნა,რომ სამეფოს ტერიტორია ბევრად უფრო მცირე ფორმით იყო წარმოდგენილი,გაბრაზებულმა შესძახა: “ამ მეცნიერებმა,საფრანგეთის ტერიტორია იმაზე მეტად შეამცირეს,ვიდრე ჩემმა გენერლებმა გაზარდესო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>