თეთრი სპილო – “ეპიზოდი”

სამხრეთ აზიის ცენტრში მდებარე – ტაილანდის სამეფოში,უდიდესი პოპულარობით სარგებლობს სპილოსებრთა ოჯახის ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობა – “თეთრი სპილო”.ადრეული პერიოდებში (1855-1916 წლები) აღნიშნული ცხოველი ქვეყნის ეროვნულ დროშაზეც კი იყო დატანილი (ზემოთ განთავსებული სურათი). (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით,ტაილანდის სამეფოში ალბინოსი სპილოების ფლობის უპირობო უფლება მხოლოდ და მხოლოდ მეფის პრივილეგიას წარმოადგენს.ტაილანდელთა რელიგიური მრწამსის თანახმად,თეთრი სპილო – ბედნიერებისა და წარმატების სიმბოლოსთან ასოცირდება.შესაბამისად,რაც უფრო მეტი ალბინოსი სპილოს მფლობელი იქნება ტაილანდელი მონარქი,მით უფრო მეტ ბედნიერებასა და წარმატებას ეწევა არა მხოლოდ მეფე და მისი ოჯახი,არამედ ქვეყნის მოსახლეობაც.თანამედროვე პერიოდში,ტაილანდის მონარქის მფლობელობაში შვიდი თეთრი სპილო ირიცხება.ისინი დაბინავებული არიან ბანკონგში განთავსებული სამეფო სასახლის სიახლოვეს.ნიშანდობლივია ისიც,რომ ტაილანდელებს მათი ხილვა მხოლოდ სადღესასწაულო ღონისძიებების მიმდინარეობის დროს აქვთ.სხვა შემთხვევაში,ალბინოსი სპილოები გარეშე თვალისაგან გარიდებული ჰყავთ. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>