ნაპოლეონ ბონაპარტი – “ეპიზოდი”
1814 წლის 3 მარტს საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე სუასონის ციხესიმაგრე,სადაც ფრანგი გენერლის – ჟან ვიქტორ მოროს ხელმძღვანელობით ფრანგული გარნიზონი იდგა,სრულიად უბრძოლველად ჩაბარდა მოკავშირეთა არმიას. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა ფაქტმა ნაპოლეონ ბონაპარტის (1769-1821 წლები) საშინელი განრისხება გამოიწვია.მან სასწრაფოდ თავისთან იხმო გენერალი მორო და იმ მიზეზის დასახელება მოთხოვა,რის გამოც ტყვიის ერთი გასროლის გარეშე ჩააბარა მტერს სუასონის ციხესიმაგრე.
- თქვენო უდიდებულესობავ,მინდა მოგახსენოთ,რომ ციხესიმაგრის უბრძოლველად ჩაბარების თვრამეტი მიზეზი არსებობდა.უპირველესი გახლდათ ის,რომ დენთი საერთოდ არ გვქონდა… – ამ დროს ნაპოლეონმა მოროს ლაპარაკი შეაწყვეტინა და მეტად უხეშად მიმართა:
- საკმარისია ერთი მიზეზი.დანარჩენი ჩვიდმეტი მიზეზი თქვენთვის კარგად შეინახეთ. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟან ვიქტორ მორო