სარა ბერნარი – “ეპიზოდი”
თავისი მახვიგონიერებით სახელგანთქმული დიდი ფრანგი მსახიობი ქალი - სარა ბერნარი (1844-1923 წლები),რომელსაც XX საუკუნის დასაწყისში “ისტორიაში ყველაზე ცნობილი მსახიობი” უწოდეს,ერთ-ერთ პიესაში ღატაკი ქალის როლს ასრულებდა. (ავტორი გენია.ჯი) სპექტაკლი ხელებაწვდილი ბერნარის მეტად ტრაგიკული მონოლოგით სრულდებოდა: ” – ღმერთო ჩემო! მეტი სიარულის ძალა აღარ შემწევს,შიმშილით ვკვდები…” – წარმოთქვა თუ არა მსახიობმა ქალმა ეს სიტყვები,მოულოდნელობისაგან გაშრა,რადგან შეამჩნია,რომ ღარიბული ტანისამოსით შემოსილს ხელზე ერთობ ძვირადღირებული ოქროს სამაჯური ეკეთა.აღნიშნული ფაქტი შეუმჩნეველი არც სპექტაკლზე დამსწრე პუბლიკას დარჩენია, და ერთ-ერთმა მათგანმა დარბაზში გამეფებული სიჩუმის ფონზე სარას ირონიულად შესძახა:
- გაყიდე სამაჯური.
ბერნარმა კარგად გაიგონა მისი მისამართით წარმოთქმული იქედნური შეძახილი,თუმცა ამას იგი არ დაუბნევია და თავის გამქილიკებელს,უმლავე,მეტად ორიგინალური წინადადებით გასცა პასუხი:
- ძალიან მსურდა გამეყიდა,მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, – ყალბი აღმოჩნდა. – (ავტორი გენია.ჯი)