ელისაბედ I ტიუდორი – “ეპიზოდი”
“ქალწულ დედოფლად” წოდებულ ინგლისისა და ირლანდიის ლეგენდარულ დედოფალს – ელისაბედ I ტიუდორს (1533-1603 წლები),რომლის დევიზიც გახლდათ: “ვხედავ,მაგრამ ვდუმვარ”, – ერთი მეტად საინტერესო თვისება გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის,რომ სახელმწიფო ხაზინა ეკონომიურად განეკარგა,სასახლის კარზე მაცხოვრებელი დიდგვაროვნების ერთ ნაწილს ამა თუ იმ შეძლებულ ბრიტანელ დიდებულთან გზავნიდა სტუმრად რამდენიმე კვირის ვადით.დიდებული იძულებული ხდებოდა დედოფლის მიერ მასთან წარგზავნილ საკმაოდ მრავალრიცხოვან ამალას ცივი ნიავი არ მიკარებოდა და მაქსიმალური კომფორტი შეექმნა მათთვის.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ესოდენ მაღალი რანგის სტუმრების გამასპინძლება კოლოსალური თანხების ხარჯვასთან იყო დაკავშირებული,რაც მისთვის არც თუ ისე სახარბიელო შედეგებით სრულდებოდა.მიუხედავად ამისა,თავს ზევით ძალა არ იყო… მათი სასახლეში დაბრუნების შემდგომ კი,ელისაბედი სასახლის კარზე მაცხოვრებელი დიდგვაროვნების მეორე ნაწილს ისტუმრებდა სხვა ბრიტანელ დიდებულთან და ასე გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში.რიგი ბრიტანელი ისტორიკოსებისა ირწმუნებოდა,რომ “ინგლისის ოქროს ხანის” შემოქმედი დედოფლის ამ უჩვეულო ქმედებას,იმ პერიოდში მოღვაწე არაერთი ბრიტანელი დიდებულის სრული გაბანკროტება მოჰყვა. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,სიკვდილის სარეცელზე მყოფმა ელისაბედ I-მა ქვეშევრდომებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “მომეცით იმის საშუალება,რომ მშვიდად გარდავიცვალო.ინგლისელები ჩემით ისევე გადაიღალნენ,როგორც მე გადავიღალე მათით”. – (ავტორი გენია.ჯი)