ანრი მატისი – “ეპიზოდი”
გენიალურმა ფრანგმა მხატვრმა,მოქანდაკემ და ფოვიზმის მიმდინარეობის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენლმა - ანრი მატისმა (1869-1954 წლები) თავის მეუღლეზე – ამელი პერეირაზე 1898 წლის 10 იანვარს იქორწინა.მათ თანაცხოვრებაში ორი ვაჟი შეეძინათ – ჟან-ჟერარი და პიერი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა საყურადღებოა ის გარემოება,რომ ამელის დიდსულოვანი გადაწყვეტილების მიღების შედეგად,მატისების წყვილთან ერთად,საცხოვრებლად გადავიდა ანრის უკანონო ქალიშვილი – მარგარიტაც.როგორც ცნობილია,მატისის ფავორიტ მოდელებს სწორედ ისინი წარმოადგენდნენ.მხატვარმა მათი რამდენიმე შესანიშნავი სურათი შექმნა.მათ შორის ანრის მიერ 1906 წელს დახატული თავისი ქალიშვილის სურათი,სახელწოდებით: “მკითხველი.მარგარიტა მატისი”.
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,მაშინ,როდესაც საფრანგეთი გერმანელ ფაშისტთა მიერ იქნა ოკუპირებული,მატისის მეუღლე და ქალიშვილი “საფრანგეთის წინააღმდეგობის ორგანიზაციაში” გაწევრიანდნენ.აღნიშნული ფაქტი მხედველობიდან არ გამოპარვია “გესტაპოს”,რომელმაც ორივე მათგანი 1944 წელს დააკავა.მიუხედავად საშინელი წამებისა,მარგარიტამ გასაოცარი სიმამაცე გამოიჩინა და არც ერთი თანამებრძოლი არ გასცა.მალევე,”გესტაპოს” მიერ იგი გადაგზავნილი იქნა “რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში”.თუმცა დიდი მხატვრის ქალიშვილმა ამ შემთხვევაშიც უდიდესი სიმამაცე და მოხერხებულობა გამოიჩინა: თავისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისდა მიუხედავად,იმ მატარებლიდან,რომლითაც იგი რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაჰყავდათ,სულით უტეხმა მაგრარიტამ – გაქცევა შეძლო. (ავტორი გენია.ჯი)
ანრი მატისი და ამელი პერეირა
ანრი მატისის მიერ 1906 წელს შექმნილი ტილო – “მკითხველი.მარგარიტა მატისი”