ედგარ დეგა – “ეპიზოდი”
დიდი ფრანგი მხატვარი,სკულპტორი და იმპერიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი – ილერ ჟერმენ ედგარ დეგა (1834-1917 წლები) ეპატაჟური ქმედებებით გამორჩეული ხელოვანი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია,რომ ის აბაზანა,რომელიც დეგას გვიანდელი შემოქმედების სურათებში არაერთხელ გვხვდება – თავისი სახელოსნოს ცენტრში დადგა.გარდაცვალების წინ, 83 წლის ასაკში მყოფმა ედგარმა ანდერძად დაიბარა,რომ დაკრძალვის ცერემონია ერთობ მოკრძალებული უნდა ყოფილიყო და არავის გამოსამშვიდობებელი სიტყვა არ უნდა წარმოეთქვა.თუკი გამოსამშვიდობებელი სიტყვა მაინც წარმოითქმებოდა,იგი თავის უახლოეს მეგობარსა და მხატვარს – ჟან-ლუი ფორენს უნდა წარმოეთქვა.თუმცა დეგამ აქაც შეზღუდვა დაუწესა ფორენს და ურჩია,რომ მას მხოლოდ ერთი წინადადება ეთქვა: “ის ისეთივე იყო,როგორიც მე – ძალიან უყვარდა ხატვა”.
მიუხედავად ედგარ დეგას მოკრძალებული ანდერძისა,გენიალური ფრანგი მხატვარი უკანასკნელ გზაზე მაინც უამრავმა ადამიანმა გააცილა.მათ შორის მისმა ბევრმა ძველმა მეგობარმა,რომელთა შორის – კლოდ მონეც იმყოფებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)