ემილ ზოლა – “ეპიზოდი”
თავისი ლიტერატურული მოღვაწეობა დიდმა ფრანგმა მწერალმა და პუბლიცისტმა - ემილ ზოლამ (1840-1902 წლები) ჟურნალისტიკიდან დაიწყო.მისი პირველი ნაწარმოებები – “რომანი-ფელეტონების” ჟანრის გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს,ფართო პუბლიკისათვის ჯერ კიდევ სრულიად უცნობმა ახალგაზრდამ ერთ-ერთი გამომცემლობის კარი შეაღო და რედაქტორთან შეხვედრა მოითხოვა.მან რედაქტორს თავისი პირველი ხელნაწერი ნოველა წარუდგინა და მის გამოცემაში დახმარება თხოვა.რედაქტორმა მცირე მოცულობის მქონე ნოველა დაიტოვა და ემილი მეორე დღისთვის დაიბარა.დათქმულ დროზე გამომცემლობაში მისულ დამწყებ ლიტერატორს რედაქტორმა ნოველის გამოქვეყნებაზე შემდეგი სიტყვებით განუცხადა უარი:
- ახალგაზრდავ,წავიკითხე თქვენი ნოველა,მაგრამ მე მასში ისეთი ვერაფერი აღმოვაჩინე,რომელიც გამოსაქვეყნებლად ივარგებდა.ჩვენი გამომცემლობა თქვენ უარს გეუბნებათ მის გამოცემაზე: გრაფომანიის გავრცელებით ჩვენ არა ვართ დაკავებული.
გააკეთეთ ის,რაც გსურთ: გინდ მდოგვი გაყიდეთ და გინდ აბრეშუმი,მაგრამ ქაღალდის გაფუჭებისაგან თავი შეიკავეთ.თქვენგან არასოდეს დადგება მწერალი.კარგად ბრძანდებოდეთ,თუმცა უმჯობესია,გითხრათ – მშვიდობით!” – (ავტორი გენია.ჯი)
აღნიშნული შეხვედრიდან მრავალმა წელმა განვლო.საინტერესოა ის გარემოება,რომ დამწყებმა ლიტერატორმა და საგამომცემლო სახლის რედაქტორმაც არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში გაითქვეს სახელი,არამედ მსოფლიოშიც: ერთმა,როგორც დიდმა მწერალმა – ემილ ზოლამ,ხოლო მეორემ,როგორც საფრანგეთის რესპუბლიკის “ვეფხვად” წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა- ჟორჟ ბენჯამენ კლემანსომ. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟორჟ ბენჯამენ კლემანსო