მაკედონიის რესპუბლიკა – “ეპიზოდი”
ბალკანეთის ნახევარკუნძულზე განთავსებული – მაკედონიის რესპუბლიკა,რომელიც ათწლეულების განმავლობაში იუგოსლავიის სოციალისტური რესპულიკის შემადგენლობაში შედიოდა, და რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა,გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი 1993 წელს გახდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა საინტერესოა ის გარემოება,რომ საბერძნეთის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად,რომლის შემადგენლობაშიც ირიცხება ამავე სახელწოდების მქონე ისტორიული პროვინცია,აღნიშნული ქვეყანა “გაეროში” შესული იქნა არა – მაკედონიის რესპუბლიკის სახელწოდებით,არამედ – “ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის” სახელით.ნიშანდობლივია ისიც,რომ საბერძნეთი მაკედონიის ხელისუფლებას მოუწოდებს,რომ ქვეყნის სახელწოდება შეცვალოს და მას ან – “სკოპიეს რესპუბლიკა” უწოდოს,ან კიდევ – “ჩრდილოეთ მაკედონია”.მიუხედავად საბერძნეთის დაჟინებული მოთხოვნისა,მაკედონია კვლავაც ძველ სახელწოდებას ინარჩუნებს,რაც თავის მხრივ,მას დიდად უშლის ხელს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაში. (ავტორი გენია.ჯი)