„საბავშვო ბაღების” დაარსების ისტორიიდან…
საბავშვო ბაღი – წარმოადგენს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებას,რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოში ფუნქციონირებს.აღნიშნული დაწესებულების უმთავრესი მიზანი გახლავთ პატარებისათვის პირველადი მინიმალური ცოდნის მიცემა,მათი ფიზიკური,ინტელექტუალური და მხატვრულ-ესთეტიკური აღზრდა. (ავტორი გენია.ჯი) პირველი საბავშვო ბაღის მსგავსი დაწესებულება,სახელწოდებით – “სკოლა ჩვილებისათვის”,გახსნილი იქნა 1802 წელს შოტლანდიის სოფელ – ნიუ-ლენარკში,რომელიც თავის მხრივ,მდინარე კლაიდის სანაპიროზე მდებარეობს.მის გახსნას ორგანიზება გაუწია ცნობილმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა,პედაგოგმა და XIX საუკუნეში განხორციელებული სოციალური რეფორმების ერთ-ერთმა შემოქმედმა – რობერტ ოუენმა (1771-1858 წლები).სოციალისტური იდეებით მოხიბლულ ოუენს ფორმირებული ჰქონდა ბავშვების აღზრდისათვის და მათი განათლებისთვის აუცილებელი პრინციპები,რომელმაც იმ პერიოდში დიდი გამოძახილი ჰპოვა საზოგადოებაში.სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებას,პირველად – “საბავშვო ბაღი” დიდმა გერმანელმა პედაგოგმა და სკოლამდელი აღზრდის თეორიტიკოსმა – ფრიდრიხ ვილჰელმ ავგუსტ ფრიობელმა (1782-1852 წლები) უწოდა. (ავტორი გენია.ჯი) მან 1837 წელს გერმანიის ქალაქ ბად-ბლანკენბურგში დააარსა – “Kindergarten”-ი,რომელიც თარგმანით – “საბავშვო ბაღს” აღნიშნავს.”ბავშვებზე ისევე უნდა ვიზრუნოთ,როგორც მცენარეებზე ვზრუნავთ”, – წერდა ფრიობელი. 1851-1860 წლებში პრუსიაში აკრძალული იქნა საბავშვო ბაღები.თუმცა მას შემდეგ,რაც ისინი კვლავაც იქნა გერმანიაში გახსნილი,იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა,რომ მალევე ძალიან ბევრ ქვეყანაში დაინერგა საბავშვო ბაღების პრაქტიკა.პირველი საბავშვო ბაღი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა 1873 წელს ქალაქ სენტ-ლუისში და მის გახსნას ორგანიზება გაუწია ამერიკელმა პედაგოგმა – სიუზენ ბლოუმ (1843-1916 წლები).აღნიშნული ქმედების გამო,სიუზენის სახელი შეტანილი იქნა სენტ-ლუისის “დიდების ხეივანში”.
თურქმენეთში დამკვიდრებული წესის თანახმად,მშობელი,რომელსაც საბავშვო ბაღში შეჰყავს თავისი პატარა,ვალდებულია შეავსოს სპეციალური კითხვარი,სადაც დეტალური ინფორმაცია უნდა ასახოს არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის წვრების შესახებ,არამედ სამი თაობის წინანდელი ნათესავების შესახებაც.გარდა ამისა,კითხვარში უნდა ჩაწეროს საპასპორტო მონაცემები,სამუშაო ადგილი და ის,არის თუ არა მისი ოჯახის რომელიმე წევრი ნასამართლევი.
ამერიკელი და ევროპელი მეცნიერების კვლევების შედეგად დადგენილი იქნა,რომ საბავშვო ბაღში სწავლის პროცესში ბავშვებში მაღლა იწევს – ჰიდროკორტიზონი (ბიოლოგიურად აქტიური გლუკოკოიდური და სტეროიდული ჰორმონი: თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის მიერ სინთეზებული ერთ-ერთი ძირითადი გლუკოკორტიკოიდი,რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვანი ცვლის რეგულაციაში და სტრესულ სიტუაციაზე ორგანიზმის რეაქციაში). – (ავტორი გენია.ჯი)
რობერტ ოუენი
ფრიდრიხ ვილჰელმ ავგუსტ ფრიობელი