ალბერ კამიუს შესახებ…

1913 წლის 7 ნოემბერს საფრანგეთის ყოფილ კოლონიურ ქვეყანაში – ალჟირში დაბადებული დიდი ფრანგი მწერალი,ფილოსოფოსი და “დასავლეთის სინდისად” წოდებული  - ალბერ კამიუ (1913-1960 წლები) ბავშვობიდანვე ათეისტური ხედვებით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი იმთავითვე მოხიბლული გახლდათ ფილოსოფიით და როგორც ამბობენ,მასში რელიგია სწორედ ფილოსოფიამ ჩაანაცვლა.ალჟირის უნივერსიტეტში ფილოსოფიის კურსზე სწავლის პერიოდში ღრმად გაეცნო – ფრიდრიხ ნიცშეს,თედორე დოსტოევსკის,არტურ შოპენჰაუერის,მარსელ პრუსტისა და სხვათა ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას.კამიუს,გარდა ფილოსოფიისა,იტაცებდა ჟურნალისტიკა და თეატრი.იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სერიოზულად გახლდათ დაკავებული როგორც მსახიობობით,ასევე რეჟისორობითაც.ითამაშა რამდენიმე სპექტაკლში.მათ შორის მაქსიმ გორკის მიერ დაწერილ პიესაში – “ფსკერზე” და ალექსანდრე პუშკინის მიერ შექმნილ დრამატულ ნაწარმოებში – “ქვის სტუმარი”.თუმცა სპეციალისტთა მოსაზრებით,ალბერმა თავისი საუკეთესო სამსახიობო უნარი დოსტოევსკის რომანის – “ძმები კარამაზოვების” მიხედვით დადგმული სპექტაკლისას გამოავლინა,სადაც ივანეს როლი შეასრულა (მოგვიანებით,სცენაზე თავადაც დადგა – “ძმები კარამაზოვები”).კამიუმ თეატრის დასთან ერთად მთელი ალჟირი შემოიარა.თავისი მოწესრიგებული თვისებებით ცნობილი ალბერ კამიუ,ის უიშვიათესი ფრანგი ჟურნალისტი გახდა,რომელმაც ხმა აღიმაღლა აშშ-ის მიერ იაპონიის ატომური დაბომბვის გამო. და ეს მაშინ,როდესაც ფრანგი ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი ან დუმდა,ან კიდევ დიდ კმაყოფილებას გამოხატავდა დასავლეთის მიერ იაპონიაზე გამარჯვების გამო.სწორედ იმ პერიოდში მიწერა მან თავის ერთ-ერთ მეგობარს წერილი,რომელიც ძალიან დიდი მსჯელობის საგნად იქცა საზოგადოებაში.”ტექნიკურმა ცივილიზაციამ მიაღწია სისასტიკის უკანასკნელ საფეხურს”, – წერდა აღნიშნულ წერილში კამიუ. (ავტორი გენია.ჯი)

1957 წელს 44 წლის ასაკში მყოფ ალბერს ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურის დარგში.იგი რადიარდ კიპლინგის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ნობელიანტი გახდა ლიტერატურის დარგში.ამ უდიდესი პრემიით დაჯილდოების დროს,ალბერი იმდენად ნერვიულობდა,რომ ის ტექსტი,რომელიც მაღალი ტრიბუნიდან უნდა წაეკითხა – დაკარგა.თუმცა ყველა ჯიბის მოჩხრეკის შემდეგ,მისდა საბედნიეროდ იპოვა.როგორც თავად აცხადებდა,მისი ერთადერთი კაპიტალი – მუდმივი ეჭვი იყო.დროდადრო კამიუ დიდ დეპრესიაში ვარდებოდა.ამას თან ერთვოდა ტუბერკულიოზი,რომლითაც იგი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იტანჯებოდა.გართულებული ჯანმრთელობისა და დეპრესიის ქვეშ მყოფმა ალბერმა სიკვდილისათვის განსაკუთრებული შემზადება დაიწყო: იგი გამოცხადდა დამკრძალავ ბიუროში,რათა გაერკვია იყო თუ არა ადგილები იმ სასაფლაოზე,სადაც მას სურდა დაკრძალულიყო.მან ეს არ იკმარა და იმ ადამიანების სიაც კი შეადგინა,რომლებიც ოფიციალურად უნდა მიეწვია თავის დაკრძალვის ცერემონიაზე.ნათქვამია: კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. – ასევე იყო ალბერ კამიუს შემთხვევაშიც,რადგან კაცი,რომელიც სიკვდილს თავისი ავადმყოფობების შედეგად მოელოდა,სულ სხვა მიზეზით გაედაიცვალა. 1960 წლის 4 იანვარს კამიუ მის მეგობართან – მიშელ გალიმართან და მიშელის ოჯახთან ერთად,პროვანსიდან პარიზში ავტომობილით ბრუნდებოდა,რა დროსაც ავტოავარიაში მოჰყვა.ავარიის შედეგად – ალბერ კამიუ ადგილზევე გარდაიცვალა,ხოლო მისი მეგობარი კი რამდენიმე დღეში.ალბერის ჯიბეში სამართალდამცავებმა მატარებლის გამოუყენებელი ბილეთის გარდა,მისივე დაუსრულებელი ნოველის – “პირველი ადამიანი”-ს ხელნაწერიც აღმოაჩინეს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>