რა მოიმოქმედა ავადმყოფი შვილის განსაკურნად სამუილ მარშაკმა?

როგორც ცნობილია,ებრაული წარმომავლობის მქონე ცნობილი რუსი პოეტის,დრამატურგისა და მთარგმნელის – სამუილ მარშაკის (1887-1964 წლები) უმცროსი ვაჟი – იაკობი ტუბერკულოზით იტანჯებოდა.ეს ის პერიოდია,როდესაც აღნიშნული დაავადების წინააღმდეგ მედიცინა თითქმის უძლური იყო.გარდა ამისა,ძალიან ძვირი ღირდა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სამედიცინო პრეპარატებიც, და ისიც იმ შემთხვევაში,თუ მისი მოძიება იქნებოდა შესაძლებელი. (ავტორი გენია.ჯი) მარშაკს კი თავისი ფინანსური შესაძლებლობები არ აძლევდა იმის საშულებას,რომ მომაკვდავი ვაჟისთვის ესოდენ ძვირადღირებული წამლები ეყიდა.სწორედ მაშინ განახორციელა შვილის ავადმყოფობით შეძრწუნებულმა მამამ ისეთი რამ,რაც დღემდე უდიდეს მოწიწებასა და სიმპათიას აღძრავს ადამიანებში სამუილის მიმართ: მარშაკმა ერთადერთი ღამის განმავლობაში,აღმაფრთოვანებელი ტალანტითა და ბრწყინვალე ლიტერატურული ენით თარგმნა რუსულ ენაზე გენიალური ინგლისელი პოეტისა და დრამატურგის – უილიამ შექსპირის “სონეტების გვირგვინად” წოდებული,ყველა – 154-ვე სონეტი… იმავე დილით,სამუილმა მის მიერ გაწეული ურთულესი გონებრივი შრომის ნაყოფი (შექსპირის სონეტები) გამომცემლობებს მიაწოდა, და ამ გასაოცარი და უწესიერესი მეთოდით გამოიმუშავა ერთ ღამეში ის თანხა,რაც მისი ვაჟის წამლისათვის იყო საჭირო (მოგვიანებით,შექსპირის სონეტების თარგმნისათვის მარშაკს – “ლენინური და სტალინური პრემიები” მიანიჭეს).საუბედუროდ,სამუილის 19 წლის ვაჟი – იაკობი,მაინც ტუბერკულიოზმა იმსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>