მოშე დაიანი – “ეპიზოდი”
ისრაელის სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრობის პერიოდში,თანამედროვე ისრაელის ბრძოლის სიმბოლოდ აღიარებული და არქეოლოგიის დიდი მოყვარული - მოშე დაიანი (1915-1981 წლები) ერთ-ერთ ებრაულ სამხედრო ბაზას ეწვია. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობამ თავდაცვის მინისტრს ერთობ პომპეზური დახვედრა მოუწყო: დაიანის საპატივცემულოდ,საზეიმო-სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილმა ჯარისკაცებმა თავდაცვის მინისტრის წინაშე სამხედრო-ორკესტრის მუსიკის ფონზე – მარშით ჩაიარეს.ებრაული სამხედრო ბაზის მეთაურთა გასაკვირად,”ექვსდღიან ომად” წოდებული მოვლენების გმირი სარდალი ესოდენ პომპეზურმა დახვედრამ ძალიან გააღიზიანა,რაც ოფიცერთან შეხვედრისას არ დაუმალავს: “კარგად დაიხსომეთ,რომ ისრაელის სახელმწიფოს არმია აღლუმების ჩასატარებლად არ შექმნილა.იგი შეიქმნა იმისათვის,რომ – იომოს”. (ავტორი გენია.ჯი)