პაბლო ნერუდა – “ეპიზოდი”

ერთ-ერთმა უდიდესმა ჩილელმა პოეტმა,დიპლომატმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ - რიკარდო ელისერ ნეფტალი რეისე ბასოალტომ (1904-1973 წლები),იგივე – პაბლო ნერუდამ,რომელიც მუდმივად ებმებოდა ათასგვარ პრობლემებსა და უსიამოვნებებში,დიდ ბრიტანეთში ყოფნისას ძალიან დიდი (მეტრონახევარი დიამერტის მქონე) გლობული იყიდა. (ავტორი გენია.ჯი) სამშობლოში დაბრუნებისას,მას რაღა თქმა უნდა გლობუსიც თან მიჰქონდა.აეროპორტში  ნერუდას გლობუსმა მებაჟეების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.ისინი შიშობდნენ,რომ გლობუსის შიგთავსში მათთვის უცნობ მგზავრს ისეთი რაიმე არ ჰქონოდა დამალული,რომლითაც საზღვრის დატოვება დაუშვებელი იყო.მიუხედავად პაბლოს მრავალგზის თხოვნისა,მებაჟეებმა მას გლობუსი ჩამოართვეს და იმ ადგილას,სადაც ანტარქტიდის ყინულოვანი კონტინენტი გახლდათ გამოსახული,ჩაქუჩით მუშტისოდენა ნახვრეტი გაუკეთეს.თუმცა,როდესაც შიგ ვერაფერი აღმოაჩინეს,გლობუსი კვლავაც მათი საქციელით აღშფოთებულ ნერუდას დაუბრუნეს.”უგუნურებო,თქვენ ეხლახანს ჩაქუჩით დაამსხვრიეთ ის ადგილი,რომელზეც ჩვენი დედამიწა დგასო”, – მიმართა განრისხებულმა ჩილელმა პოეტმა მებაჟეებს და მათ წინაშევე დაიფიცა,რომ მომავალში მისი ფეხი აღარასოდეს დაიდგმებოდა დიდი ბრიტანეთის მიწაზე. (ავტორი გენია.ჯი)

გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე,პაბლო ნერუდას “ნობელის პრემია” გადასცეს ლიტერატურის დარგში.პრემიის გადაცემიდან რამდენიმე ხანში,ინგლისში ნობელის პრემიის ლაურეატების შეხვედრა იმართებოდა.აღნიშნულ შეხვედრაზე მიწვეული იქნა პაბლოც,თუმცა მან ბრიტანეთში ჩასვლაზე თავაზიანი უარი განუცხადა ორგანიზატორებს.ამის შემდგომ საქმეში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი – ედვარდ ჰიტი ჩაერთო.მან პირადად თხოვა ნერუდას ბრიტანეთში ჩასვლა.როგორც ამბობენ,სწორედ მისი თხოვნის შედეგად შეცვალა ბრიტანელებზე განაწყენებულმა ჩილელმა პოეტმა თავისი გადაწყვეტილება. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>