მოტირალი ჰერაკლიტე და მოცინარი დემოკრიტე
მოტირალი ჰერაკლიტე და მოცინარი დემოკრიტე – წარმოადგენს ევროპულ ფილოსოფიაში ანტიკური ხანიდან გავრცელებული ორი გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსის – ჰერაკლიტე ეფესელისა (ძვ.წ.აღ-ით 544-483 წლები) და დემოკრიტე აბდერელის (ძვ.წ.აღ-ით 460-370 წლები) ურთიერთსაწინააღმდეგო და განსხვავებულ ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას: პესიმისტი ჰერაკლიტე დატიროდა,ხოლო ოპტიმისტი დემოკრიტე კი – დასცინოდა ყოველგვარ ადამიანურ სისულელეს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ფილოსოფიისა,აღნიშნული მსოფლმხედველობა ერთობ გავრცელებული იქნა რენესანსისა და ბაროკოს პერიოდების ევროპულ სახვით ხელოვნებაში.”გელასინოსად”,ანუ “მოცინრად” წოდებული დემოკრიტე უარყოფდა ღმერთების არსებობას და შესაბამისად,უარყოფდა იმასაც,რომ სამყარო მათი ზებუნებრივი ძალების შედეგად შეიქმნა.ჰერაკლიტემ კი,რომელიც ყოვლის საწყისად ცეცხლს მიიჩნევდა,იმდენად შეიძულა ადამიანები თავიანთი სულელური და ამაზრზენი ქმედებების გამო,რომ სრულიად განმარტოვდა,მთებში გაიხიზნა და მწვანილითა და სხვადასხვა ბალახეულით იკვებებოდა.დიდი ძველი რომაელი ფილოსოფოსი და დრამატურგი – ლუციუს ანეუს სენეკა წერდა: “ჰერაკლიტე ყოველ ჯერზე,როდესაც ადამიანებში გავიდოდა – ტიროდა,ხოლო დემოკრიტე კი პირიქით, – იცინოდა,რადგან თუ ერთ მათგანს,რასაც ადამიანები აკეთებდნენ – სამარცხვინოდ მიაჩნდა,მეორეს იგი – სასაცილოდ არ ჰყოფნიდაო”.დროთა განმავლობაში – სიცილი და ტირილი,ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქცია, – ჰერაკლიტესა და დემოკრიტეს პერსონების განმასახიერებელ ქმედებად იქცნენ. (ავტორი გენეი.ჯი)
ჰერაკლიტე ეფესელი
დემოკრიტე აბდერელი