ედვინ ჰერბერტ ლენდი – “ეპიზოდი”
1975 წელს დიდი ამერიკელი გამომგონებელი,სწავლული და ფოტოტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის მწარმოებელი სახელგანთქმული კომპანიის – “Polaroid Corporation”-ის ფუძემდებელი – ედვინ ჰერბერტ ლენდი (1909-1991 წლები) ამავე კომპანიის აქციონერებისა და ტოპ-მენეჯერების უშუალო მონაწილეობის შედეგად,კორპორაციის – პრეზიდენტობიდან გადააყენეს. (ავტორი გენია.ჯი) ისინი ლენდსს კორპორაციის ტოტალიტარული მეთოდებით მართვაში სდებდნენ ბრალს. 1982 წელს კი, 73 წლის ასაკში მყოფი ედვინი აიძულეს,რომ მისივე დაარსებული ”Polaroid Corporation”-ის დირექტორთა საბჭოდანაც წასულიყო.საინტერესოა ის გარემოება,რომ ედვინ ჰერბერტ ლენდი კუმირი გახლდათ ისეთი გენიალური ამერიკელი მეწარმისა,როგორიც იყო კორპორაცია – “Apple”-ს ფუძემდებელი – სტივ ჯობსი.მას შემდგომ,რაც ლენდი საბოლოოდ ჩამოაშორეს თავისივე დაარსებულ კორპორაციას,სტივ ჯობსმა ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას ედვინის შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა:
“დოქტორი ედვინ ჰერბერტ ლენდი ნამდვილი მეამბოხეა.იგი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან გამოაძევეს, და ამის შემდეგ დააარსა კომპანია - ”Polaroid”.იგი,თავისი დროის ერთ-ერთი უდიადესი გამომგონებელია.მნიშვნელოვანია ისიც,რომ მიუხედავად მეომბოხური თვისებებისა,დოქტორმა ლენდმა წარმატებით მოახერხა ხელოვნებიდან მეცნიერებაში და მეცნიერებიდან – ბიზნესში გადანაცვლება.მისმა ფილოსოფიამ ”Polaroid”-ი რამდენიმე წლის განმავლობაში წამყვან პოზიციას აზიარა მსოფლიო ბაზარზე.უნდა განვაცხადო,რომ ყველაზე ბრწყინვალე მეამბოხე დაითხოვეს იმ კომპანიიდან,რომელიც მისი პირადი საკუთრება გახლდათ.ეს კი ჩემი აზრით,ერთ-ერთი ყველაზე სულელური გადაწყვეტილებაა,რაც კი ჩემს ცხოვრებაში გამიგია”. (ავტორი გენია.ჯი)
საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული სიტყვის წარმოთქმიდან სულ რაღაც სამ წელიწადში (1985 წელს),თავად სტი ჯობსიც დაითხოვეს იმ კომპანიიდან,რომლსაც საფუძვლები თავადვე ჩაუყარა. (ავტორი გენია.ჯი)
სტივ ჯობსი