ლარი კინგი – “ეპიზოდი”

თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში,ებრაული წარმომავლობის მქონე ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი ტელეჟურნალისტისა და პოპულარული თოქ-შოუს – “Larry King Live”-ს წამყვანის – ლარი კინგის (ნამდვილი სახელი და გვარი – ლოურენს ჰარვი ზეიგერი) გადაცემებში,მსოფლიოში ცნობილ უამრავ პერსონას აქვს მონაწილეობა მიღებული (პოლიტიკოსებს,შოუმენებს,მსახიობებს,მომღერლებს და ასე შემდეგ).მათ შორის – ბილ გეიტს,ბრედ პიტს,კამერონ დიას,მიკ ჯაგერს,არნოლდ შვარცნეგერს,პერის ჰილტონსა და სხვებს. (ავტორი გენია.ჯი) თავისი კარიერის მიწურულს,ლარი კინგმა დასრულა ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა,რომელშიც აღნიშნა,რომ დიდი ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი ეკითხებოდა,თუ ვისგან ისურვებდა იგი ყველაზე მეტად ინტერვიუს აღებას.აღნიშნულ შეკითხვას კინგმა პასუხი სწორედ მის მიერ დაწერილ ავტობიოგრაფიულ წიგნში გასცა: “ჩემს თოქ-შოუში თითქმის ყველა ცნობილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ამ მხრივ,სამდურავიც არაფერი მაქვს.თუმცა,ყველაზე მეტად,მაინც იმას ვისურვებდი,რომ ინტერვიუ,თავად – “ღმერთისაგან” ამეღო.ჩემი პირველი შეკითხვა ის იქნებოდა,ჰყავდა თუ არა მას შვილი,რადგან დარწმუნებული ვარ,რომ მის პასუხზე მთელს მსოფლიოში ბევრი რამ იქნებოდა დამოკიდებული”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>