“ანათემაზე” გადაცემის შესახებ…
სიტყვა - ანათემა (დაწყევლა – განკვეთა),როგორც უდიდესი სასჯელი ქრისტიანულ ელესიაში,პირველად შემოღებული იქნა ჯერ კიდევ IV საუკუნეში ელვირისა და ლაოდიკიის საეკლესიო კრებების დროს,რომლებიც თავის მხრივ,გამართული იქნა 305 წელს ესპანეთში და 364 წელს ფრიგიაში. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა – ანათემა საეკლესიო პრაქტიკაში მასობრივად გაბატონებული იქნა 451 წელს – ქალკედონიის მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ (მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება).აღნიშნული პერიოდის შემდგომ,მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში უამრავი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი იქნა “შერისხული”,როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ,ასევე კათოლიკური ეკლესიის მიერაც.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ანათემას გადაეცემოდნენ (და გადაეცემიან დღესაც) არა მხოლოდ ადამიანები,არამედ ქალაქები,პოლიტიკური წყობილებები (სოციალიზმი და კომუნიზმი) და ისეთი მსოფლმხედველობებიც კი,როგორებიცაა – ნიჰილიზმი (რომის პაპმა ალექსანდრე III-მ გადასცა 1179 წელს),პანთეიზმი,ნატურალიზმი და რაციონალიზმი (აღნიშნული მსოფლმხედველობები 1865 წელს ანათემას გადასცა რომის პაპმა – პიუს IX-მ).გარდა ამისა, 1738 წელს “შერისხულნი” იქნენ – მასონები, 1865 წელს “ბიბლიური საზოგადოება” და რიგი “საიდუმლო ორგანიზაციებისა”.ჰუსიტური მოძრაობის მხარდაჭერისათვის 1415 წელს ეკლესიიდან განკვეთილი იქნა პატარა ჩეხური ქალაქი – ჟატეცი.მანამდე კი, 1411 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ ანათემას გადასცა ჩეხეთის ეროვნული გმირი და ჩეხური იდეოლოგიის რეფორმატორი – იან ჰუსი. (ავტორი გენია.ჯი)
მსოფლიო საეკელესიო ისტორიაში პირველად,ანათემას 325 წელს გადაეცა ქრისტიანულ ეკლესიაში IV-V საუკუნეებში წარმოშობილი მიმდინარეობა – არიანელობა (არიანელობის თანახმად,იესო ქრისტე დასაბამიდან არ არსებობდა მამა ღმერთთან ერთად,იგი შემდეგშია შექმნილი ადამიანის მსგავსად.მათი რწმენით,ქრისტეში,ერთსა და იმავე დროს ღმერთიც არის და ადამიანიც,თუმცა უფრო მეტად ადამიანურობა ჭარბობს).ანათემაზე გადაცემის მეორე შემთხვევა დაფიქსირებული იქნა 341 წელს.ანტიოქიის კრებაზე ამ წელს “შერისხეს” ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი და დღეისათვის,მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი წმინდანი – ათანასე I. თავის მხრივ,ათანასემ ანათემას გადასცა ყველა ის სასულიერო პირი,რომლებმაც ანტიოქიის კრებაზე იგი შერისხა.დროთა განმავლობაში ანათემას გადაეცნენ ისეთი ცნობილი სასულიერო პირები,როგორებიც იყვნენ – იოანე II (კინსტანტინოპოლის პატრიარქი),იულიანე ჰალიკარნასელი (ჰალიკარნასის ეპისკოპოსი),აგათო (რომის პაპი),ერთ-ერთი უდიდესი ბიზანტიელი ღვთისმეტყველი და მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი – იოანე დამასკელი კი,სულაც ოთხჯერ გადასცეს ანათემას. (ავტორი გენია.ჯი)
ისტორიის ხანგრძლივ ეტაპზე,”შერისხულთა” შორის უამრავი ისტორიული პიროვნებაც გვხვდება.პირველი მეფე,რომელიც 1080 წელს რომის პაპმა – გრიგოლ VII-მ ანათემას გადასცა,გახლდათ გერმანიის მეფე – ჰაინრიხ IV. მას შემდეგ ეკლესიის მიერ შერისხულთა შორის აღმოჩნდნენ – ჰენრი VIII, ელისაბედ I, ჟანა დ’არკი,ივანე მაზეპა,მარტინ ლუთერი,ჯიროლამო სავონაროლა,ჯორდანო ბრუნო,ლეო ტაქსილი,ნაპოლეონ ბონაპარტი,ლევ ტოლსტოი,ფიდელ კასტრო და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)