ფრანგული კოლაბორაციონიზმის შესახებ…

1940 წლის 22 ივნისს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და “ვიშის” ფაშისტური რეჟიმის ხელმძღვანელმა – ანრი ფილიპ პეტენმა (1856-1951 წლები) ხელი მოაწერა კომპიენის დროებით ზავს ფაშისტური გერმანიის უმაღლეს ხელისუფლებასთან,რის შემდგომაც ფრანგებს მოუწოდა გერმანელ ოკუპანტებთან თანამშომლობისაკენ. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მაშინ იქნა პირველად პრაქტიკაში დამკვიდრებული,სიტყვა – კოლაბორაციონალიზმი.აღნიშნული ტერმინი საწყის ეტაპზე ფრანგი მოქალაქეების გერმანელ ოკუპანტებთან აღსანიშნავად გამოიყენებოდა,თუმცა მოგვიანებით საერთაშორისო მნიშვნელობა მიენიჭა და საერთაშორისო იურიდიული სამართლის ინმტერპრეტირებაში განისაზღვრა,როგორც – ნებაყოფლობითი,შეგნებული და მიზანმიმართული თანამშრომლობა მტერთან – სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ.შესაბამისად,კოლაბორაციონალისტებმა სამშობლოს მოღალატეების უსაშინლესი სტატუსი მიიღეს.გარდა საფრანგეთის ხელისუფლებისა,მეორე მსოფლიო ომში გერმანელ ოკუპანტებთან თანამშრომლობისაკენ საკუთარ ერს მოუწოდა ნაცისტებთან მჭიდროდ მოთანამშრომლე ნორვეგიის მინისტრ-პრეზიდენტმა – ვიტკუნგ ქუისლინგმაც (1887-1945 წლები).ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ კოლაბორაციონალიზმი ყველა იმ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული,სადაც მესამე რაიხის შეიარაღებული ძალები ბატონობდნენ.როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან,”სს”-ის 38 დივიზიიდან მხოლოდ 12 იყო დაკომპლექტებული გერმანელებისაგან.დანარჩენეი დივიზიები კი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ანუ კოლაბორაციონალისტების მიერ იყო დაკომპლექტებული.ადოლფ ჰიტლერი კოლაბორაციონალისტების შეიარაღებისაგან თავდაპირველად თავს იკავებდა.იგი ამბობდა: “არასოდეს არ უნდა დავუშვათ,რომ იარაღი სხვა ქვეყნის შვილებმა ატარონ.ეს პრივილეგია მხოლოდ გერმანელებს ეკუთვნით!” თუმცა,მოგვიანებით ფიურერმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალა. (ავტორი გენია.ჯი) კოლაბორაციონალიზმის უპირველეს მიზეზად,ადამიანთა მერკანტიული ინტერესები იქცა.ისინი გაცილებით “კომფორტულ” პირობებში იმყოფებოდნენ,ვიდრე სხვა დანარჩენები.კოლაბორაციონალიზმი განსაკუთრებით ფართოდ იქნა გავრცელებული საფრანგეთში.კოლაბორაციონალიზმს ძირითადად სუსტი სქესის წარმომადგენელი ფრანგები მიმართავდნენ.ქვეყნის ფაშისტი ოკუპანტებისაგან განთავისუფლების შემდგომ,განსაკუთრებული რისხვა თავს არა მხოლოდ პეტენის მთავრობას დაატყდა თავს,არამედ – ფრანგ კოლაბორაციონალისტებსაც.მათზე ნამდვილი ნადირობა იქნა დაყწბული.”L’epuration sauvage”-დ წოდებული კამპანიის ფარგლებში,საფრანგეთის მასშტაბით 30 000-ზე მეტი ოკუპანტებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი კოლაბორაციონალისტი ქალი გამოავლინეს.ისინი თანამემამულეებისაგან მეტად დამამცირებელი ქმედებების მსხვერპლნი შეიქნენ: საჯაროდ,თითქმის შიშვლები გამოჰყავდათ,ცემდნენ,აფურთხებდნენ და თმებს ბოლომდე კრეჭდნენ (იყო დახვრეტის შემთხვევებიც).ზოგიერთი მათგანი დააკავეს და 6-დან ერთ წლამდე პატიმრობა შეუფარდეს.კოლაბორაციონალისტ ფრანგ ქალებზე იმდენად დიდი წნეხი და იმდენად დამამცირებელი ქმედებები ხორციელდებოდა,რომ ბევრმა მათგანმა სიცოცხლე სუიციდითაც კი დაასრულა.ისინი “ნაციონალურ სირცხვილად” და “ეროვნულად უღირსებად” შერაცხეს.

მრავლად იყო ისეთი შემთხვევებიც,როდესაც ფრანგმა კოლაბორაციონალისტმა ქალებმა გერმანელი ჯარისკაცებისაგან ბავშვები გააჩინეს (ზოგიერთი ცნობის თანახმად – 200 000-მდე ბავშვი),რომელთაც – “ოკუპაციის ბავშვები” უწოდეს.ფრანგებმა “ოკუპაციის ბავშვების” მიმართ ლოიალობა გამოიჩინეს.თუმცა მათ ეკრძალებოდათ გერმანული ენის შესწავლა და გერმანული სახელის ტარება.მოგვიანებით დაარსებული იქნა ფრანგულ-გერმანული ასოციაცია,სახელწოდებით – “უსაზღვრო გულები”,რომელიც დღემდე არსებობს და 300 წევრს ითვლის.აღნიშნული ასოციაციის წევრები სწორედ ის “ოკუპაციის ბავშვები” არიან,რომლებიც ფრანგი კოლაბორაციონალისტი ქალებისა და ოკუპანტი გერმანელების ურთიერთკავშირით მოევლინენ ქვეყნიერებას.გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში,მოქმედებს საკანონმდებლო ნორმა,რომლის მიხედვითაც,”ოკუპაციის ბავშვებს” – გერმანიის მოქალაქეობა ენიჭებათ.

ნორვეგიაში,მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ – 15 000 კოლაბორაციონალისტი ქალი გამოავლინეს,რომელთა უდიდეს ნაწილს 2 წლით იძულებითი შრომა მიუსაჯეს.მათ შვილებს კი “ნაცისტურ ხიზილალად” მოიხსენიებდნენ.გარკვეული პერიოდის განმავლობაში,რაოდენ ამაზრზენიც არ უნდა იყოს,ასეთი ბავშვების დიდ ნაწილს ნორვეგიელები სამედიცინო პრეპარატების გამოსაცდელად იყენებდნენ.ბავშვებზე ჩატარებული ბარბაროსული და არაადამიანური ექსპერიმენტებისათვის,ნორვეგიის ხელისუფლებამ მხოლოდ 2005 წელს მოიხადა ბოდიში და კომპენსაციის სახით თითოეულ მათგანს 3 000 ევრო გადასცა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>