რატომ სძულდა პუშკინის მკვლელი საკუთარ ქალიშვილს?
როგორც ცნობილია,დიდი რუსი პოეტი,დრამატურგი და პროზაიკოსი – ალექსანდრე პუშკინი, 1837 წლის 8 თებერვალს დუელში სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი ფრანგი მონარქისტის,სენატორისა და ოფიცერ-კავალერგარდის – ჟორჟ შარლს დანტესის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ დანტესს ცოლად ჰყავდა ეკატერინა გონჩაროვა,რომელიც თავის მხრივ,პუშკინის მეუღლის – ნატალია გონჩაროვას ღვიძლი და იყო.შესაბამისად,მკვლელი – ჟორჟი და მოკლული – ალექსანდრე ერთმანეთის ქვისლები იყვნენ.დანტესსა და ეკატერინას თანაცხოვრებაში სამი გოგონა და ერთი ვაჟი შეეძინათ.ბედის ირონიით,ჟორჟის უმცროსი გოგონა – ლეონი-შარლოტა თავისი ბიძის – პუშკინის შემოქმედების დიდი მოყვარული გახლდათ და მის მიერ რუსული ენის შესწავლაშიც უდიდესი წვლილი სწორედ ალექსანდრეს სრული შემოქმედების გაცნობის ინტერესმა განაპირობა.მას შემდგომ,რაც გოგონამ გაიგო,რომ პუშკინი მამამისის მიერ იყო მოკლული,მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მამის უზომო სიძულვილში გაატარა.ფაქტია ისიც,რომ აღნიშნულმა ინფორმაციამ ლეონი-შარლოტაზე იმდენად დამთრგუნველადაც კი იმოქმედა,რომ მისი გონება საგრძნობლად შეირყა.დანტესის უმცროსი და დაუოჯახებელი ქალიშვილი 1888 წლის 30 ივნისს 48 წლის ასაკში ისე გარდაიცვალა,რომ მამის მიმართ სიძულვილი არ განელებია. (ავტორი გენია.ჯი)
ჟორჟ შარლ დანტესი
ალექსანდრე პუშკინი
ეკატერინა გონჩაროვა (დანტესის მეუღლე)
ნატალია გონჩაროვა (პუშკინის მეუღლე)
დანტესისა და ეკატერინას ქალიშვილები (სურათის მარცხენა მხარეს გამოსახულია მამის მოძულე – ლეონი-შარლოტა)