კარლუშ დე ოლივეირა
კარლუშ დე ოლივეირა - დაიბადა 1921 წლის 10 აგვისტოს ბრაზილიის ქალაქ ბალენში.იგი წარმოადგენდა გამოჩენილ პორტუგალიელ მწერალს,პოეტსა და პროზაიკოსს.კარლუში პორტუგალიელი ემიგრანტების ოჯახიდან იყო,წარმომავლობით,რომლებიც ბრაზილიაში ცხოვრობდნენ.მამა პროფესიით ექიმი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ორი წლის ასაკში,კარლუში მშობლებთან ერთდა სამშობლოში (პორტუგალიაში) ბრუნდება.1933 წელს მისი ოჯახი პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში ცხოვრობდა,სადაც 1941 წელს ამავე ქალაქის უნივერსიტეტში,ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში განსაზღვრა კარლუშმა მისი შემდგომი მოღვაწეობის ბედი,რასაც ხელი შეუწყო ერთ-ერთი უდიდესი პორტუგალიელი პროზაიკოსის – ფერნანდუ ნამოროს გაცნობამ და მასთან დამეგობრებამ.ლიტერატურულ სამყაროში იგი თავდაპირველად 1942 წელს წარსდგა ლექსების კრებულით,სახელწოდებით “მოგზაურობა”.1945 წელს აქვეყნებს,მის მეორე ლექსების კრებულს “ღარიბი დედა”.თუმცა მანამდე 1943 წელს აქვეყნებს მის მიერ დაწერილ პირველ რომანს “სახლი დიუნებში”,რასაც 1944 წელს მეორე რომანის “მგელი”-ს გამოქვეყნება მოყვა.1947 წელს ამთავრებს სწავლას უნივერსიტეტში და საცხოვრებლად პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გადადის,თუმცა ხშირად სტუმრობდა კოიმბრას.მისი შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად მიჩნეულია,ავტობიოგრაფიული ჟანრის რომანი “ფუტკარი წვიმის ქვეშ” (დაწერილი 1953 წელს).ამ რომანმა მას უდიდესი აღიარება მოუტანა არა მარტო პორტუგალიაში,არამედ მის ფარგლებს გარეთაც და მკითხველის დიდი ინტერესის გამო,მრავალ უცხო ენაზე იქნა თარგმნილი.ფაქტიურად ამ რომანმა,განსაკუთრებული ადგილი დაიკავა XX საუკუნის პორტუგალიურ ლიტერატურაში.1971 წელს კი მის მიხედვით გადაღებულ იქნა კინოფილმი.ხოლო პორტუგალიის საშუალო სკოლების მაღალ კლასებში,კარლუშ დე ოლივეირას ავტობიოგრაფიული რომანი “ფუტკარი წვიმის ქვეშ”,სასწავლო პროგრამაშია ჩართული. (ავტორი გენია.ჯი) გარდა რომანებისა და პოეზიისა,კარლუში აქტიურად იყო ჩართული პორტუგალიურ ფოლკლორში და მანვე 1957 წელს გამოსცა პორტუგალიური ზღაპრების ორტომეული.მისი უკანასკნელი ნაწარმოები გახლდათ,რომანი “დედამიწის ნაპირი”,რომელიც მწერალმა 1978 წელს დაწერა.1981 წლის 1 ივლისს,დიდი პორტუგალიელი ლიტერატორი – კრლუშ დე ოლივეირა გარდაიცვალა,პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში.