ჯონ ფონ ნოიმანი – “ეპიზოდი”
ისევე,როგორც გენიოსთა უდიდესი ნაწილი,ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი მათემატიკოსი,ფიზიკოსი,პირველი გამომთვლელი მანქანის შექმნაში უდიდესი წვლილის დამდები და ბირთვული იარაღის დეტონაციის აფეთქების მეთოდების გათვლების ორგანიზატორი – ჯონ ფონ ნოიმანი (1903-1957 წლები),მეტად უცნაური თვისებებით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) მის ერთ-ერთ უცნაურ თვისებას,მიუხედავად ფენომენალური მახსოვრობისა,წარმოადგენდა ის,რომ ძალიან რთულად იმახსოვრებდა ადამიანებს სახეზე.ნოიმანის ბიოგრაფიაში არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული იმისა,რომ გენიალურ სწავლულს მრავალჯერ შენახვედრი ადამიანი სრულიად ვერ უცნია! – როდესაც ამ უცნაური თვისების შესახებ მეცნიერს შეკითხვა დაუსვეს,მისგან ასეთი პასუხი მოისმინეს: “მე მხოლოდ ის ადამიანები არ მამახსოვრდება სახეზე,რომლებიც მოსაწყენები მეჩვენებიან და ჩემს ყურადღების ღირსნი არ არიანო”. – (ავტორი გენია.ჯი)