ელისაბედ ფიორსტერ-ნიცშე – “ეპიზოდი”

ტერეზა ელისაბედ ალექსანდრა ფიორსტერ-ნიცშე (1846-1935 წლები) – წარმოადგენდა დიდი გერმანელი ფილოსოფის,მოაზროვნისა და ფილოლოგის – ფრიდრიხ ნიცშეს უმცროს დას. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მის სახელთან ასოცირდება ფრიდრიხის უმნიშვნელოვანესი საარქივო მასალების შეგროვება და დაცვა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ელისაბედი ფაშისტების იდეოლოგიის დიდი მხარდამჭერი გახლდათ და 1930 წელს “ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის” წვრიც გახდა.ამავე დროს,იგი აქტიურად ბეჭდავდა და თავისი რედაქტირებით ავრცელებდა მისი ფილოსოფოსი ძმის წიგნებს,რომლებსაც ფაშისტურ გერმანიაში დიდი გასავალი გააჩნდა.ელისაბედის უშუალო დამსახურების შედეგად,მიზანთროპი – ადოფ ჰიტლერი სამჯერ ეწვია “ნიცშეს არქივს”,რა დროსაც აღნიშნულ დაწესებულებაში არა მხოლოდ გაეცნო ფილოსოფოსის არქივს (გადაიღო სურათებიც),არამედ მას – “ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიის ცენტრიც” კი უწოდა.ფიურერი ნიცშეს ფილოსოფიური ხედვების დიდი თაყვანისმცენელი გახლდათ.ცნობილია ის ფაქტი,რომ,როდესაც გერმანიის რიგით მეორე პრეზიდენტი – პაულ ფონ ჰინდერბურგი გარდაიცვალა,მის საფლავზე ჰიტლერმა გარდა “ჩემი ბრძოლისა” და ალფრედ როზენბერგის – “მეოცე საუკუნის მითები”-ს წიგნებისა,ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიური რომანი – “ასე იტყოდა ზარატუსტრა”-ც საზეიმო ვითარებაში დააწყო.ფიურერისვე ბრძანებით,სამშობლოს წინაშე ერთგულად მოხდილი ვალისათვის,ფაშისტების იდეოლოგიის მხარდამჭერ და მათი პარტიის წევრ – ელისაბედ ფიორსტერ-ნიცშეს – “სამუდამო პენსია” დაენიშნა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>