პიტერ ბრეიგელი (უფროსი) – “ამბოხებული ანგელოზების დაცემა”
“ამბოხებული ანგელოზების დაცემა” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის,გრაფიკოსისა და ბრეიგელების გვარის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის - პიტერ ბრეიგელი “უფროსის” (1525-1569 წლები) მიერ 1562 წელს ხის დაფაზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ რელიგიური სიუჟეტის მქონე შედევრ-სურათს.(ავტორი გენია.ჯი) სურათის სიმაღლე 117 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე – 162 სანტიმეტრი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ აღნიშნული შედევრი დიდი ხნის განმავლობაში დაწვრილებითი სახით არავის შეუსწავლია.შესაბამისად,გაურკვეველი გახლდათ სურათში მოყვანილი უამრავი მონსტრისა თუ ფიგურის წარმომავლობა.მათ შორის ანგელოზების.თუმცა,საბედნიეროდ,ბრეიგელის ტილოს სათანადო ახსნასა და განმარტებაში დიდი წვლილი დაიდო ბელგიის სამეფო სახვითი ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთმა წამყვანმა სპეციალიტმა – ტაინ მეგანკმა.მისი ცნობით,ფართო აუდიტორიის ყურადღების გარეშე დარჩენილი სურათი – “ამბოხებული ანგელოზების დაცემა ” არა მხოლოდ რელიგიური დატვირთვას ატარებს,არამედ სრულიად მოულოდნელ პარალელს ავლებს ბრეიგელის პერიოდის ხელოვნებასა და პოლიტიკას შორისაც. (ავტორი გენია.ჯი)
ბიბლიური სიუჟეტის მატარებელ შედევრზე ასახულია იმ ანგელოზთა დაცემა,რომლებიც უფალს აუმხედრდნენ.ცენტრში კარგად ჩანს ოქროს აბჯრითა და ხმლით აღჭურვილი ანგელოზთა დასის წინამძღოლი – მიქაელ მთავარანგელოზი,რომელიც შვიდთავიან დრაკონს ებრძოლება, და რომლის სახელთანაც ასოცირდება ლუციფერის დამხობა.გარდა ამისა,მიქაელთან ერთად იბრძვიან სხვა ანგელოზებიც.სურათის ზემოთა ნაწილში თეთრი კაშკაშა სახით ზეცაა წარმოჩენილი,ხოლო ქვემოთა ნაწილში კი ჯოჯოხეთი,სადაც საშინელი მონსტრების გარემოცვაში მიქაელ მთავარანგელოზისაგან დამალვას ცდილობს შვიდთავიანი დრაკონი. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ირკვევა,ბრეიგელს თავის სურათზე – დაცემული ანგელოზები – აბსტრაქტული მონსტრების სახით არ გამოუყვანია.მასზე ასახულია არა მხოლოდ სხვადასხვა ცხოველების ჰიბრიდები,არამედ ამერიკელი ინდიელები და ოსმალური მუზარადი,რომთაც რაღა თქმა უნდა თავიანთი დატვირთვა გააჩნიათ.
როგორც ტაინ მეგანკი ირწმუნება,ბრეიგელმა აღნიშნული სურათით სცადა თავისი კუმირი მხატვრის,გენიალური – ჰიერონიმუს ბოსხის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი შტრიხებით ესარგებლა.ფაქტია,რომ არა მხოლოდ პოლიტიკას გააჩნდა დიდი გავლენა სახვით ხელოვნებაზე,არამედ სახვით ხელოვნებასაც დიდი გავლენა გააჩნდა პოლიტიკაზე.როგორც ჩანს,მხატვარზე დიდი გავლენა იქონია ესპანელი დამპყრობლების დამოკიდებულებამ ნიდერლანდელების მიმართ.სწორედ ამიტომ,ბრეიგელმა თავისი თანამემემულეებისა და ესპანელების დაპირისპირებას ბიბლიური სახე მიანიჭა და ესპანელი დამპყრობლები დამარცხებული მონსტრებისა და დაცემული ანგელოზების სახით,ანუ ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების კუთხით წარმოგვიდგინა (სურათის დახატვიდან სულ რაღაც ექვს წელიწადში (1568 წელი),ნიდერლანდების ბურჟუაზიული რევოლუცია დაიწყო,რომელიც 1648 წლამდე გაგრძელდა (ნიდერლანდებსა და ესპანეთის სამეფოს შორის ომი).სწორედ აღნიშნულმა რევოლუციამ დაუდო სათავე – ნიდერლანდების რესპუბლიკის დაარსებას.
დღესდღეობით,პიტერ ბრეიგელი (უფროსის) მიერ შექმნილი შედევრი-სურათი – “ამბოხებული ანგელოზების დაცემა”,დაცულია ქალაქ ბრიუსელში განთავსებულ – ბელგიის სამეფო სახვითი ხელოვნების მუზეუმში. (ავტორი გენია.ჯი)
პიტერ ბრეიგელის შედევრი-სურათის დეტალები