რატომ ჰყიდდნენ გერმანელი დიდებულები თავიანთ თანამემამულე ქვეშევრდომებს?
“მიუხედავად იმისა,რომ შესანიშნავად იციან ადამიანების ფასი,მათ ჭეშმარიტ ღირებულებას მაინც არასოდეს ითვალისწინებენო”, – ადრეულ პერიოდში წერდა ერთ-ერთი გავლენიანი ამერიკული გაზეთი.აღნიშნული სიტყვების ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება კაცობრიობის ისტორიიდან,თუმცა ამჯერად,თქვენს ყურადღებას ცენტრალურ ევროპაში მაცხოვრებელი გერმანელი ხალხის რამდენიმე მმართველზე შევაჩერებ. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიულად დადასტურებული ფაქტია,რომ გერმანელი დიდგვაროვნები – მეფეები,ჰერცოგები,ლანდგრაფები და ასე შემდეგ,საკუთარი ქვეშევრდომებით საკმაოდ სარფიანად ვაჭრობდნენ და მათ არა მხოლოდ ვალებში,არამედ ძვირადღირებულ ნივთებშიც ცვლიდნენ.მაგალითად,საქსონიის მეფე – ფრედერიკ ავგუსტ I საქსონელი (1670-1733 წლები),რომელსაც ზედსახელად – “ავგუსტ ძლიერს” უწოდებდნენ,ფაიფურის ნაკეთობების ფანატიკურად მოყვარული მონარქი ყოფილა.იმისათვის,რომ ავგუსტ ძლიერს საფრანგეთის მეფისაგან – ლუი XIV დე ბურბონისაგან – 150 კაცზე გათვლილი უნიკალური ფაირურის კომპლექტი (ეგრეთ წოდებული – კაბინეტი) ჩაეგდო ხელში,მან თავისი არმიიდან ორი პოლკი მოხსნა და ლუის უბოძა.
თუკი – “ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსინონს” ვერწმუნებით,გერმანელმა ლანდგრაფმა – ფრიდრიხ ვილჰელმ ჰესენ-კასელსმა (1820-1884 წლები),რომელიც უზარმაზარ ვალებში იყო ჩაფლული,ინგლისელებს 17 000 გერმანელი ჯარისკაცისაგან დაკომპლექტებული არმია მიჰყიდა.ამავე წყაროს ცნობით,ლანდგრაფმა ფაქტიურად მთელი თავისი არმია გაყიდა.საყურადღებოა ისიც,რომ ფრიდრიხ ვილჰელმის მიერ ვალის დაფარვას საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი მოსახლეობის 8%-ით შემცირებაც კი მოჰყოლია.
გარდა ზემოღნიშნული პიროვნებებისა,თავისი ხელქვეითებით ვაჭრობდნენ ბრაუნშვაიგის,ანშპახის,ვალდეკისა და სხვა პატარა სამთავროების ჰერცოგებიც.ყველაზე მეტი რაოდენობით გერმანელ მოქალაქეებს, XVIII საუკუნეში ინგლისელების საკუთრებაში მყოფი ოსტ-ინდური კომპანიები ყიდულობდნენ, და ეს მაშინ,როდესაც სულ რაღაც ორიოდე საუკუნით ადრე,თავად ინგლისელი დიდებულები ჰყიდდნენ თავიანთ ქვეშევრდომებს.ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე,ვრწმუნდებით,რომ – ადამიანის ფასი იმ პერიოდის ევროპულ სახელმწიფოებში,ერთობ – უმნიშვნელო იყო. (ავტორი გენია.ჯი)
ავგუსტ ძლიერი
ფრიდრიხ ვილჰელმ ჰესენ-კასელსი