საინტერესო ფაქტები…
“ამომავალი მზის” ულამაზეს ქვეყანაში – იაპონიაში,მრავალი ასეული წლის განმავლობაში,პატარა მკერდი – ქალის სილამაზის განმსაზღვრელ ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენდა.იმისათვის,რომ იაპონელ მანდილოსნებს თავიანთი მკერდის ფორმა დაემალათ,ისინი ტანზე სპეციალურად იხვევდნენ სხვადასხვა სახის ქსოვილებს. (ავტორი გენია.ჯი) უამრავი ისტორიული წყაროს მტკიცებით,იაპონელთაგან განსხვავებით,მითიურ მებრძოლ ქალებს – ამორძალებს,იმისათვის რომ მშვილდით სროლაში ხელი არ შეშლოდათ,მარცხენა მკერდს ბავშვობაშივე ჰკვეთდნენ.თუმცა არსებობს სხვა ვერსიებიც.ერთი ვერსიის თანახმად,აღნიშნულ მეთოდს ისინი მტრების დაშინების მიზნით მიმართავდნენ,ხოლო მეორე ვერსიის თანახმად კი,მკერდმოკვეთილი ამორძალების ტყვედ აყვანისაგან მათი მოწინააღმდეგეები თავს იკავებდნენ. 1985 წელს ახალგაზრდა ესპანელმა გოგონამ,სახელად – მიურიელმა,იმისათვის რომ კორიდაში მიეღო მონაწილეობა,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ამერიკელი ქირურგის დახმარებით – ორივე მკერდი მოიკვეთა.სწორედ ამ მეთოდით იქცა იგი მალევე ერთ-ერთ ცნობილ მატადორად – რივერო ელ პრიმეროდ.
იმ მანდილოსნებს,რომელსაც იტალიის არმიაში კონტრაქტით სამსახური სურთ,თუკი დიდი მკერდით გამოირჩევიან,ვალდებული არიან მკერდის დამაპატარავებელი ოპერაცია ჩაიტარონ.წინააღმდეგ შემთხვევაში,მათ იტალიურ არმიაში სამსახური ეკრძალებათ.აღნიშნული განპირობებულია იმ მოტივით,რომ დიდი მკერდის მქონე მანდილოსნებს უჭირთ იმ ამოცანების შესრულება,რომელიც არმიის წესდებით არის დადგენილი (სირბილი,დაბრკოლებების გადალახვა და სხვა).
თუკი “ამომავალი მზის” ქვეყნის შვილებისათვის პატარა მკერდი ქალის სილამაზის განმსაზღვრელ ერთ-ერთ სიმბოლოდ განიხილებოდა,ავსტრალიელი აბორიგენებისთვის პატარა მკერდის მქონე ქალები – არასრულფასოვნებასთან ასოცირდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) 2000 წლის დასაწყისში,თანამედროვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალ ხუნანის პროვინციაში ერთი მეტად უცნაური – “22 პუნქტის” სახელით ცნობილი წესი გახლდათ მოქმედებაში,რომლის თანახმადაც,იმ მანდილოსნებს,რომლებიც სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობდნენ,სავალდებულო იყო – ერთი ზომის მკერდი ჰქონოდათ.იმისათვის,რომ აღნიშნული წესი დაეცვათ,სახელმწიფო სამსახურში დასაქმების მსურველებს გასაუბრების დროს ამოწმებდნენ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ “22 პუნქტის” არსებობამ ჩინელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ხუნანის პროვინციის მმართველებს დისკრიმინაციაში დასდეს ბრალი.შექმნილი აჟიოტაჟის შედეგად,”22 პუნქტი” გაუქმებული იქნა.
როგორც ცნობილია,საფრანგეთის მეფის – ლუი XVIII დე ბურბონის ოფიციალურ ფავორიტ ქალბატონს,თავისი სილამაზით სახელგანთქმული – მარკიზა დე პომპადური წარმოადგენდა.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ მონარქის ბრძანებით ფრანგმა ოსტატებმა დაამზადეს ზუსტად ისეთივე ფორმის მქონე შამპანურის ფუჟერები,როგორი მკერდიც გააჩნდა მის ფავორიტ ქალს.გარდა ლუი XV-ისა,ასეთივე სახის ორი ფინჯანი გააჩნდა გენიალურ ფრანგ მწერალს – ალექსანდრე დიუმასაც.თუმცა იმ განსხვავებით,რომ აღნიშნული ფინჯნები – გრაფინია დიუ ბარის მკერდის ფორმისა იყვნენ.ჰერცოგ დე ლოზენს კი,სულაც საფრანგეთის დედოფლის მარია ანტუანეტის მკერდის ფორმის მქონე ფუჟერების მთელი კომპლექტი გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი)