პარაცელსუსი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, აღორძინების ხანის ცნობილი შვეიცარიელი ექიმი, ალქიმიკოსი და ოკულტისტი – თეოფრასტე პარაცელსუსი (1493-1541 წლები),ერთობ ამპარტავნული თვისებებით გამორჩეული მედიკოსი იყო და საკუთარ შესაძლებლობებზე ძალიან დიდი წარმოდგენაც გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს, პარაცელსუსს მის მიერ განკურნებული ერთ-ერთი ავადმყოფის მადლიერი დიდგვაროვანი ნათესავები ეწვივნენ და საჩუქრად ანტიკური პერიოდის გენიალური ძველ ბერძენი მედიკოსის – ჰიპოკრატესა და შუა საუკუნეების უდიდესი სპარსი ექიმის – ავიცენას ერთობ მდიდრულად გაფორმებული უნიკალური ნაშრომები შემდეგი სიტყვებით გადასცეს:
„ – ეს ნაშრომები შეიცავენ უდიდეს სიბრძნესა და მძიმე ავდმყოფობების განსაკურნებელ შესანიშნავ მეთოდებს. ვიმედოვნებთ, რომ ისინი ძალიან დაეხმარება ისეთ დიდ ექიმს, როგორიც თქვენ ბრძანდებით!
მათდა მოულოდნელად, ამ უნიკალურმა საჩუქარმა პარაცელსუსი კმაყოფილებისა და მადლიერების ნაცვლად, საშინელად განარისხა. თეოფრასტემ ნაშრომებს ხელი დაავლო, მთელი ძალით იატაკზე დაახეთქა და ფეხებით შედგა. თან კი მთელი ხმით გაჰყვიროდა:
„ – აი, თქვენ! ჩემს ფეხსაცმელებში ბევრად უფრო მეტი სამედიცინო სიბრძნეა, ვიდრე ამ ორი ძველი სულელის თავებში! აი, თქვენ!” – და ასე განაგრძობდა მანამ, სანამ ქანცგაწყეტილი იქვე მდგომ სავარძელში არ მიესვენა. (ავტორი გენია.ჯი)