ეტორე მაიორანას გაუჩინარების ისტორია
ეტორე მაიორანა (1906-1938 წლები) – წარმოადგენდა გენიალურ იტალიელ ფიზიკოს-თეორიტიკოსსა და ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორს,რომელმაც პირველმა იწინასწარმეტყველა ეგრეთ წოდებული – “მაიორანას ფერმიონის” არსებობა. (ავტორი გენია.ჯი) 1938 წლის 25 მარტს პალერმოში მყოფმა ეტორემ ნეაპოლში მიმავალი გემის ბილეთი იყიდა.თუმცა იგი ნეაპოლში არ ჩასულა.მაიორანა გზაში უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა… მიუხედავად სამძებრო სამუშაოების ჩატარებისა,მის ცხედარს ვერსად მიაკვლიეს.დაკარგული ფიზიკოსის ოჯახმა ოფიციალურად აღუთქვა სოლიდური ჯილდო იმათ,ვინც ეტორეს აღმოაჩენდა.თუმცა შედეგი მაინც არ დადგა.დიდმა იტალიელმა ფიზიკოსმა და მეცნიერმა – ენრიკო ფერმიმ,რომელიც მაიორანას უახლოესი მეგობარი და თანამშრომელი იყო,იტალიის ფაშისტური მთავრობის ხელმძღვანელს – ბენიტო მუსოლინისაც კი მიმართა თხოვნით,დაკარგული მეგობრის ძიებაში დახმარება აღმოეჩინა.მის მიერ დუჩესათვის მიწერილ წერილში ფერმი შემდეგ გარემოებას უსვამდა ხაზს: “ჩემს სიტყვებში მცირეოდენი გაზვიადებულიც კი არაფერია: ყველა იტალიელ და უცხოელ მეცნიერთან,რომლებთანაც შეხვედრა მომიწია,არც ერთ მათგანს თავისი გამორჩეული თვისებებით არ მოუხდენია ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება,როგორიც მოახდინა – ეტორე მაიორანამ”.
გადიოდა დრო,მაგრამ ეტორე მაიორანას ვერც მკვდარს და ვერც ცოცხალს მაინც ვერსად აგნებდნენ.
სად გაუჩინარდა გენიალური იტალიელი მეცნიერი დიდი ხნის მანძილზე ბურუსით იყო მოცული.თუმცა,როგორც შემდგომში გაირკვა,სავარაუდოდ,მაიორანამ სიცოცხლე ნებაყოფლობით დაასრულა თვითმკვლელობით.სანამ ეტორე ნეაპოლში გაემგზავრებოდა,მანამდე ნეაპოლის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორს,გვარად – კარელის წერილი გაუგზავნა (რომელიც რატომღაც დაიკარგა),სადაც აღნიშნული იყო,რომ ეტორეს სუიციდი ჰქონდა ჩაფიქრებული.ნეაპოლში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე,გულმხურვალედ მლოცველი მაიორანა პალერმოში განთავსებულ საკათედრო ტაძარში ნახეს.დიდი ხნის განმავლობაში ისმოდა კითხვა,თუ რატომ უნდა მოეკლა თავი ისეთი წარმატებული კარიერის მქონე და ფინანსურად ძლიერ მეცნიერს,როგორიც ეტორე მაიორანა იყო.ფაქტია,რომ ეტორე ერთობ პესიმისტური და დეპრესიული თვისებების მქონე პიროვნება იყო.გარდა ამისა,ის უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა საკუთარი ოჯახის უმიკვლო რეპუტაციას.ერთ-ერთი ყველაზე სანდო ვერსიის თანახმად,მან სწორედ ოჯახის რეპუტაციის შელახვით გამოწვეული დეპრესიის გამო მოიკლა თავი.მაიორანას სუიციდამდე რამდენიმე ხნით ადრე,უსასტიკეს დანაშაულში ბრალი დასდეს ეტორეს აღმზრდელ ბიძას.მას გამოძიება პატარა ბავშვის მკვლელობის ორგანიზებაში სდებდა ბრალს.როგორც ენრიკო ფერმის ფრანგი ბიოგრაფი – პიერ ლიატილი წერდა,თავისი აღმზრდელი ბიძის დაკავებამ და მხეცურ დანაშაულში ბრალდებამ,მაიორანას ფსიქიკაზე დამღუპველად იმოქმედა.უზარმაზარი მცდელობის შედეგად,იტალიელმა ფიზიკოსმა სასამართლოზე ბიძამისის უდანაშაულობის დამტკიცება შეძლო.თუმცა,ამ მოვლენებისაგან გადატანილმა ურთულესმა ფსიქოლოგიურმა სტრესმა და თავისი ოჯახის რეპუტაციის განუზომელმა შელახვამ,თავმოყვარე მაიორანა სუიციდამდე მიიყვანა. 1938 წლის 27 მარტის შემდგომ, 32 წლის ასაკში მყოფი დიდი იტალიელი მეცნიერი არავის აღარასოდეს უნახავს. (ავტორი გენია.ჯი)