იესო ბარაბა
იესო ბარაბა – წარმოადგენს იმ საყოველთაოდ ცნობილ ბიბლიურ პერსონაჟს,რომელიც არა მხოლოდ ოთხივე სახარებაშია მოხსენიებული,არამედ “მოციქულთა საქმენშიც”.ახალ აღთქმაში იგი ეპიზოდურ როლს ასრულებს და როგორც სწრაფად ჩნდება მოვლენების ეპიცენტრში (პილატეს სასამართლოზე),ასევე სწრაფად უჩინარდება მოვლენების ეპიცენტრიდან ჩრდილში.მიუხედავად ამისა,მისი სახელი არა მხოლოდ რელიგიური,არამედ ისტორიული დატვირთვის მატარებელიც გახდა.თუკი ბარაბას სახელსა და გვარს ეტიმოლოგიურად განვიხილავთ,აღმოვაჩენთ,რომ არამეული ენიდან – ბარაბა ითარგმნება,როგორც – “ძე აბბასი” ანუ “ძე მამისა” (როგორც იესო უწოდებდა თავის თავს).საინტერესოა ის გარემოებაც,რომ სახარების რამდენიმე ადრეულ ძველბერძნულ ხელნაწერში მოხსენიებულია მისი სახელი, და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს ბარაბას,უფალი ჩვენის იესო ქრისტეს მსგავსად – იესო ერქვა.იმ გარემოებამ,რომ იესო ბარაბა აღნიშნავდა – იესო ძე მამისას,ბიბლიის მრავალი კომენტატორისა და პირველი ქრისტიანი ფილოსოფოსებისათვის ნამდვილი შოკის გამომწვევი მიზეზი გახდა. (ავტორი გენია.ჯი)
ვინ იყო – იესო ბარაბა? – თუ რა დანაშაულში მიუძღოდა ბრალი პილატეს მიერ წარმართულ სასამართლოზე ხალხის წინაშე წარმსდგარ ბარაბას,დღემდე პოლემიკის საგნად არის ქცეული.უცნობია ისიც,რა მიზეზით ჩაიდინა მან მკვლელობა და ვის წინააღმდეგ აჯანყდა.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,იესო ბარაბა იუდეველთა აჯანყების მეთაური იყო.ამასვე თავის 2007 წლის 30 ნოემბერს გამოქვეყნებულ ენციკლიკაში,სახელწოდებით – “Spe Salvi” ადასტურებს რომის პაპი – ბენედიქტე XVI-ც.იგი წერდა: “იესო სპარტაკი არ გახლდათ და ბარაბასა და ბარ-კოხბას მსგავსად,თავისუფლებისათვის პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართული არ ყოფილა” (ცნობისათვის,შიმონ ბარ-კოხბა II საუკუნეში,რომის იმპერატორის – ადრიანეს მმართველობის პერიოდში რომაელთა წინააღმდეგ იუდეველთა აჯანყებას ხელმძღვანელობდა).თუმცა სახარებებში ზუსტად განსაზღვრული არ არის თუ რაში მიუძღოდა ბარაბას ბრალი.ფაქტია,რომ რომაელთა საოკუპაციო ხელისუფლებამ იგი დააკავა და სიკვდილით დასჯაც მიუსაჯა.როგორც ცნობილია,ერთ-ერთი უდიდესი ებრაული დღესასწაულის – “ფესახის” მიმდინარეობისას დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად,რომაელები იუდეველებს უფლებას აძლევდნენ,ნებისმიერი მსჯავრდებულის,თუნდაც ის სიკვდილმისჯილი ყოფილიყო,განთავისუფლება მოეთხოვათ,რასაც აკმაყოფილებდნენ კიდეც.სწორედ აღნიშნულ დღესასწაულზე წარიმართა პილატეს მიერ მოწყობილი სასამართლო,რომელზეც იუდეველებს ორი “მსჯავრდებულიდან” ერთი უნდა დაეხსნათ. (ავტორი გენია.ჯი) მათ არჩევანი – იესო ნაზარეველსა და სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ იესო ბარაბას შორის უნდა გაეკეთებინათ.თუ რა არჩევანი გააკეთა ეგზალტირებულმა ბრბომ,ყველასათვის ცნობილია და ამაზე აღარ შევჩერდები.თუმცა არსებობს რამდენიმე მეტად საინტერესო ვერსია,რომელიც მათ მიერ ქრისტეს ჯვარცმის მოთხოვნას უკავშირდება.რომის პაპს – ბენედიქტე XVI-ს თუკი ვერწმუნებით,მაშინ გამოდის,რომ იესოს ჯვარცმა არა ებრაელმა ერმა,არამედ პილატეს სასამართლოზე ბარაბას გამოსახსნელად თავშეყრილმა ნათესავებმა მოითხოვეს (სხვათა შორის,ამ ვერსიას ბევრი მღვდელმთავარი იზიარებს).გარდა ამისა,გასათვალისწინებელია ისიც,რომ ორივე მათგანს იესო ერქვა და არ არის გამორიცხული მათი სახელებით ერთგვარ მანიპულაციას ჰქონოდა ადგილი.როგორც ჩანს,ქრისტეს მოწინააღმდეგე იუდეველმა მღვდელმთავრებმა ეს გარემოება კარგად განჭვრიტეს და სწორედ ამიტომ გააკეთებინეს ბრბოს არჩევანი ორი ერთნაირი სახელის მქონეთა მიმართ.რომელი იესოს – ნაზარეველისა თუ ბარაბას დახსნა მოითხოვა ხალხის მასის უმრავლესობამ დღემდე არ არის ზუსტად დადგენილი.მეორე ვერსიის თანახმად,ებრაელებმა იმიტომ გააკეთეს ავაზაკი ბარაბას სასარგებლოდ არჩევანი,რომ იგი რომაელი დამპყრობლების წინააღმდეგ გამოდიოდა.ასეა თუ ისე,ფაქტია,რომ უფალი ჩვენი,კაცობრიობისდა საუბედუროდ – ჯვარს აცვეს!
მას შემდგომ,რაც (შესაძლოა ინტერპრეტირებული) არჩევანი ბარაბას სასარგებლოდ გაკეთდა,მან ისე დატოვა სასამართლო პროცესი,რომ ქრისტესაკენ ერთხელაც კი არ მიბრუნებულა.სწორედ ამ ეპიზოდიდან უჩინარდება საბოლოოდ იესო ბარაბა. – (ავტორი გენია.ჯი)