ჯოზაია უილარდ გიბსი – “ეპიზოდი”

დიდი ამერიკელი მატემატიკოსი,ფიზიკოსი და ფიზიოქიმიკოსი – ჯოზაია უილარდ გიბსი (18391-903 წლები) ერთობ გულჩათხრობილი მეცნიერი გახლდათ და არც ბევრი საუბრით აწყენდა ვინმეს თავს. (ავტორი გენია.ჯი) იელის უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში,გიბსი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად იქნა არჩეული.თუმცა,ბევრი დიალოგებით არც იქ გამოირჩეოდა.ერთ დღეს,აკადემიურ საბჭოში წყდებოდა საკითხი იმის შესახებ,რომ უნივერსიტეტში ან მათემატიკის პროგრამები უნდა გაგრძელებულიყო,ან და უცხო ენების.არჩევანი აკადემიურმა საბჭომ – უცხო ენების სასარგებლოდ გააკეთა.როგორც აღმოჩნდა,თავისი გულჩათხრობილი ბუნებით ცნობილი პროფესორი,მიღებულმა გადაწყვეტილებამ წყობილებიდან გამოიყვანა.მათემატიკისადმი ფანატიკურად შეყვარებული გიბსი ფეხზე წამოდგა და ყველასათვის მოულოდნელად,დამსწრე საზოგადოებას ერთობ აღელვებული ტონით მიმართა:

” – ბატონებო! კარგად გაითავისეთ,რომ მათემატიკაც – ენაა!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>