ფინეთში მოქმედი “მშრალი კანონი”-ს შესახებ…

როგორც ჩანს,ფინეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ვერ გაითვალისწინა გენიალური ირლანდიელი მწერლის – ჯორჯ ბერნარდ შოუს ერთი ბრძნული შეგონება: “ალკოჰოლი – გახლავთ ანესთეზია,რომელიც გვაძლევს საშუალებას გადავიტანოთ ოპერაცია,სახელწოდებით – ცხოვრება”, – და 1911 წლის 1 ივნისს გამოსცა კანონი,რომლის თანახმადაც ქვეყანაში აიკრძალა ალკოჰოლური სასმელების წარმოება და მოხმარება.თუმცა დაშვებული იქნა რამდენიმე გამონაკლისი: იმპორტზე გასატანი ალკოჰოლური სასმელების წარმოების მონოპოლიური უფლება მიენიჭათ სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს; გარდა ამისა,სპირტის გამოყენება დაშვებული იქნა სამედიცინო,სამეცნიერო და ტექნიკური მიზნებისათვის.(ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული კანონპროექტის ავტორები ვარაუდობდნენ,რომ ამ მეთოდით ისინი ხელს შეუწყობდნენ ქვეყანაში დანაშაულის შემცირებას,დაიცავდნენ ოჯახებს დანგრევისაგან და სხვა.ანტიალკოჰოლური კანონის მიღებისთანავე,ფინეთი სპირტიანი სასმელების კონტრაბანდამ წალეკა.თვითნახადმა და კონტრაბანდული გზით შემოტანილმა ალკოჰოლურმა სასამელებმა ქვეყნის ყველა რეგიონი დაიპყრო.ძირითადი მასა ალკოჰოლური სასმელებისა სკანდინავიურ ქვეყანაში ფინეთის ყურიდან და პოლონეთიდან შეედინებოდა.კონტრაბანდისტებს ფინეთში,წელიადში საშუალოდ, 6 მილიონი ლიტრი სპირტი შეჰქონდათ.რაც დრო გადიოდა,მით უფრო უძნელდებოდა ხელისუფლებას ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლა.ფინეთის მთავრობას “მშრალი კანონის” დასაცავად აღარც მესაზღვრეებისა და აღარც პოლიციელბის რესურსები აღარ ჰყოფნიდა. 1922 წლისათვის ქვეყანაში დაფიქსირებული დანაშაულებების 80% სწორედ “მშრალი კანონის” დარღვევას უკავშირდებოდა.როგორც აშშ-სა და საბჭოთა კავშირში განიცადა საშინელი კრახი ანტიალკოჰოლურმა ღონისძიებებმა,ისეთივე კრახი განიცადა ფინეთის ხელისუფლებამაც ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1932 წელს ფინეთის მთავრობა იძულებული გახდა საერთოსახალხო რეფერენდუმი ჩაეტარებინა იმის შესახებ,სურდა თუ არა მოსახლეობას “მშრალი კანონის” გაუქმება.იმავე წლის 5 აპრილს ჩატარებულ რეფერენდუმზე აღნიშნული კანონის გაუქმებას მოსახლეობის 70%-მა დაუჭირა მხარი.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ მას შემდეგ – 5 აპრილი ფინელთათვის ერთ-ერთ ეროვნულ დღესასწაულად იქცა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>