“ლომბარდის” დაარსების ისტორიიდან…

ლომბარდი – წარმოადგენს სპეციალიზირებულ კომერციულ ორგანიზაციას,რომლის უმთავრესი საქმიანობა გახლავთ მოკლევადიანი სესხების გაცემა მოქალაქეთა მოძრავი ქონების (ძვირფასი ლითონები,ავტოტრანსპორტი,საყოფაცხოვრებო აპარატურა და სხვა) გირაოში ჩადების სანაცვლოდ. (ავტორი გენია.ჯი) თუ როდის გაჩნდა პირველი ლომბარდი ისტორიაში,დღემდე დაუდგენელია.თუმცა ფაქტია,რომ ასეთი სახის ორგანიზაციები არსებობდა უძველეს ბაბილონსა და ეგვიპტეში.ძველ რომში კი არა მხოლოდ კერძო ლომბარდები არსებობდა,არამედ სახელმწიფო ლომბარდებიც წარმატებით ფუნქციონირებდა. და შესაძლოა ითქვას კიდეც,რომ რომის იმპერიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მთავარი კრედიტორი – სახელმწიფო იყო.ასეთივე სახის საკრედიტო დაწესებულებები ფუნქციონირებდა ძველ საბერძნეთშიც.დიდი ძველ ბერძენი ფილოსოფოსის – დიოგენე სინოპელის ცნობის თანახმად,საკმაოდ წარმატებულად ეწეოდა ამ ბიზნესს ანტიკური ხანის გენიალური ფილოსოფოსი – სოკრატე. XV საუკუნისათვის ლომბარდები მთელი ევროპის მასშტაბით იქნა გავრცელებული.იმავე საუკუნეში საფრანგეთში იტალიური რეგიონიდან – ლომბარდიიდან (საიდანაც წარმოდგა კიდეც მისი სახელწოდება) ემიგრირებულმა მევახშეებმა მასობრივად დაიწყეს კრედიტების გაცემა პირადი ქონების გირაოს სანაცვლოდ.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ აღნიშნულ იდეას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ადგილობრივმა ეკლესიამაც.ცნობილია,რომ საფრანგეთში აღნიშნული კომერციული ორგანიზაციების უმთავრეს შემოქმედად და მხარდამჭერად ფრანგი სასულიერო პირი – ბერანდე დე ტერნე (1439-1494 წლები) მიიჩნეოდა,რომელიც შემდგომში ბანკირებისა და ლომბარდების მფლობელების მფარველ წმინდანადაც იქნა აღიარებული (მისი ხსენების დღე – 28 სექტემბერია).მას არა მხოლოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე გააჩნდა სალომბარდო დაწესებულებები,არამედ იტალიის რამდენიმე ქალაქშიც. (ავტორი გენია.ჯი) გარდა საფრანგეთისა,ლომბარდები ერთობ გავრცელებული იქნა იტალიაში,ესპანეთში,ნიდერლანდებსა და გერმანიაში. XVI საუკუნეში გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში გახსნილი იქნა პირველი მუნიციპალური ლომბარდი,რაც შემდგომ სხვა გერმანულ ქალაქებშიც გავრცელდა.

საყურადღებოა ის,რომ ლომბარდების მომსახურებით მხოლოდ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები არ სარგებლობდნენ: ისტორიული ფაქტია,რომ ესპანეთის დედოფალმა – იზაბელა I კასტილიელმა თავისი სადედოფლო გვირგვინიც კი დაალომბარდა,რათა ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიცია დაეფინანსებინა; გარდა ამისა,ლომბარდების მომსახურებით ერთობ ხშირად სარგებლობდა პრუსიის მეფე – ფრიდრიხ II დიდიც,რომელიც კრედიტით აღებული ფულით სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებს აფინანსებდა. XIX საუკუნეში რიგ ევროპულ ქალაქებში დაფუძნებული იქნა ეგრეთ წოდებული – “ფეხსაცმელების ლომბარდები”,რომლებითაც ძირითადად მუშები სარგებლობდნენ: ისინი ორშაბათობითა და პარასკევობით აღნიშნულ ლომბარდებში თავიანთ გამოსასვლელ ფეხსაცმელებს ერთი კვირის ვადით აგირავებდნენ.ერთ კვირაში კი ხელფასის აღებისთანავე უკანვე იბრუნებდნენ დალომბარდებულ ფეხსაცმელებს. XX საუკუნეში ლომბარდები კიდევ უფრო მასიურად გავრცელდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.გაიზარდა იმ ნივთების რაოდენობაც,რომელთა დაგირავებაც გახდა შესაძლებელი.ავტომობილების პირველი ლომბარდი აშშ-ი გაიხსნა.მოგვიანებით,ავტომობილების გირაოდ ჩადების სანაცვლოდ სესხის გაცემა ევროპაში მოქმედმა ლომბარდებმაც დაიწყეს.დღესდღეობით,ლომბარდები მსოფლიოს თითქმის ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ფუნქციონირებს. – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ისე საინტერესო კია: “თუკი მთელი მსოფლიო ვალშია ჩაფლული,კრედიტორი ვინღაა?” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>