“ჰანს კრისტიან ანდერსენის სახელობის პრემია”
“ჰანს კრისტიან ანდერსენის სახელობის პრემია” - წარმოადგენს ლიტერატურულ პრემიას,რომელიც გადაეცემა საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებების ავტორებს.იგი დაწესებულ იქნა 1956 წელს “იუნესკოს” საერთაშორისო ბავშვთა და მოზარდთა ლიტერატურული საბჭოს მიერ და გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ 2 აპრილს (ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს).1967 წლის 2 აპრილს,ამავე საბჭოს გადაწყვეტილებით,დიდი დანიელი მწერლის,პოეტისა და მეზღაპრის ჰანს კრისტიან ანდრესენის სახელის საპატივცემულოდ,დაწესებულ იქნა “ბავშვთა წიგნების საერთაშორისო დღე”. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ ყოველ წელიწადს ამ დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულის ორგანიზატორი გახლავთ IBBY-ის ეროვნული სექცია.აღსანიშნავია,რომ იმ მწერალთათვის,რომლებიც საბავშვო ნაწარმოებებს წერენ,აღნიშნული საერთაშორისო პრემიის მიღება დიდი პატივია და მას “მცირე ნობელის პრემიადაც” კი მოიხსენიებენ.იდეა “ჰანს კრისტიან ანდერსენი სახელობის პრემიის” დაარსებისა,ეკუთვნის ელე ლეპმანს (1891-1970 წლები),რომელიც ფართოდ და აქტიურად იყო ჩართული,მსოფლიოს საბავშვო ლიტერატურულ მოღვაწეობაში.სწორედ ელე ლეპმანს ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი: “მიეცით ჩვენს ბავშვებს წიგნი და თქვენ ამით მათ აძლევთ ფრთებს”.