იცით თუ არა,რომ
1. დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრის – უინსტონ ჩერჩილის მეუღლის – კლემენტინა ხოზიეს დედა (ანუ სიდედრი) – ლედი ბლან ხოზიე,ალკოჰოლური სასმელების ფანატიკურად მოყვარული ქალი იყო.მას შემდგომ,რაც ლედი ბლან ხოზიეს მეუღლე გარდაეცვალა,თავისი ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება ბანქოს სათამაშო სახლებში დაიწყო (ცნობილია ისიც,რომ მან ბევრი საყვარელი მამაკაციც გაიჩინა). - (ავტორი გენია.ჯი)
2. ფაშისტური გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – იოაჰიმ ფონ რიბენტროპი დიდი რუსი პოეტი ქალის – ანა ახმატოვას შემოქმედების დიდი მოტრფიალე გახლდათ.სანამ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომი დაიწყებოდა,სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრთან – ვიაჩესლავ მოლოტოვთან შეხვედრის დროს,რიბენტროპმა მოლოტოვს სთხოვა – ანა ახმეტოვას მოფრთხილებოდნენ.
3. იაპონიაში რკინიგზის უდიდესი ნაწილი კერძო კომპანიების საკუთრებაშია.არასახელმწიფო ტვირთების ბრუნვის საერთო მოცულობა “ამომავალი მზის” ქვეყანაში 68%-ს შეადგენს (ცნობისათვის,იაპონიის სარკინიგზო ხაზი 23 506 კილომეტრს შეადგენს და ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოში მე-11 ადგილს იკავებს).
4. გამოჩენილ რუს მწერალს – ივანე ბუნინს მხოლოდ და მხოლოდ ოთხი კლასის განათლება ჰქონდა მიღებული.სწორედ მეოთხე კლასში სწავლის პერიოდში განუცხადა მან ოჯახის წევრებს კატეგორიული უარი გიმნაზიაში სწავლის გაგრძელებაზე.ბუნინმა განათლება უფროსი ძმისაგან – იულიასგან მიიღო.
5. დიდი ამერიკელი მწერალი და პოეტი – ჯეკ კერუაკი 22 წლის ასაკში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტში ჩაირიცხა,თუმცა ბრძანებების დაუმორჩილებლობის გამო იგი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს.დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად კი კერუაკის – პარანოიდული შიზოფრენია დასახელდა. – (ავტორი გენია.ჯი)
6. გენიალური ფრანგი მხატვრის – ეჟენ ანრი პოლ გოგენის (1848-1903 წლები) მიერ შექმნილ შედევრ-სურათებს,თავდაპირველად ყველა ცივად უვლიდა გვერდს და არავინ ყიდულობდა.
7. ეგვიპტისა და სუდანის ოდიოზური თვისებებით სახელგანთქმულმა მეფემ – ფარუკ I-მა,თავის საკუთრებაში მყოფი ყველა (ასზე მეტი) ძვირფასი ავტომობილი წითელ ფერებში გადააღებინა,რის შემდეგაც აღნიშნული ფერით ავტომობილების შეღებვა კატეგორიულად აუკრძალა თანამემამულეებს.
8. მას შემდეგ,რაც ანანასის ჭამისას საფრანგეთის მეფემ – ლუი XIV დე ბურბონმა კბილი დაკარგა,ანანასის გაყიდვა მთელი სამეფოს მასშტაბით აკრძალა.
9. გლადიატორთა სანახაობას რომაელები – მინუსს უწოდებდნენ.
10. დიდი ქართველი მწერალი – თამაზ ჭილაძე,შესანიშნავი ქართველი მწერლისა და მამულიშვილის – გურამ რჩეულიშვილის შესახებ წერდა: “გურამი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა ჯგუფს ეკუთვნოდა,რომლებიც პირველები ჩადიან ვულკანის კრატერში,პირველები ჭრიან მავთულხლართებს,პირველნი ადიან მწვერვალზე და ასევე პირველები ეგებიან უსინდისობისა თუ ღალატის შუბზე.პირველობის ეს გრძნობა მათ ინსტიქტით აქვს თანდაყოლილი და თუმცა ეს ტკივილის მეტს არაფერს ანიჭებთ,მაინც ბედნიერები არიან”. – (ავტორი გენია.ჯი)