მიხეილ ქვლივიძის ნააზრევი…
“ქართველი კაცი ბუნებით მსახიობია და ყოველთვის ისეთი გატაცებითა და კმაყოფილებით თამაშობს თავის როლს,რომ ხშირად არც აინტერესებს: რა სპექტაკლში მონაწილეობს?!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ადამიანზე ხშირად ამბობენ: “მხეციაო”… – არადა,ეს უსამართლობაა: მხეცი არასდროს არ შეიძლება იყოს ისეთი სასტიკი,დაუნდობელი და, რაც მთავარია,დახელოვნებული ბოროტების ჩადენაში,როგორც ადამიანი!”
* * *
“ძველად, გონიერი ხელისუფალი თავის ქვეშევრდომებს ყველაფერს როდი ართმევდა,რაღაცას უტოვებდა,რადგან ადამიანი,ვისაც ყველაფერი წაართვეს,აღარავის ემორჩილება – იგი თავისუფალია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით!”
* * *
“უპატრონოა თვითონ,ვისაც არავინ ჰყავს საპატრონებელი!”
* * *
“ერთმა ახალგაზრდა მწერალმა ბრძენსა ჰკითხა: მშობლიური ენის გარდა,უცხო ენებიც ვიცი და რომელ ენაზე ვწეროო? ბრძენმა უპასუხა: იმ ენაზე წერე,რა ენაზეც ლოცულობო…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ნებისმიერი მიზნის მისაღწევად მარტო ის საშუალება გამოდგება,რომლის მეშვეობითაც მიღწეული მიზანი,თავის პირვანდელ სახეს არ კარგავს…”
* * *
“სიყვარული რწმენაა და ყველანაირ ცოდნას აღემატება! საყვარელ არსებაზე ხშირად არაფერი ვიცით,გარდა იმისა,რომ გვიყვარს და ეს ჩვენთვის საკმარისია.სამაგიეროდ,კარგად შეგვიძლია დავახასიათოთ ადამიანი,ვის მიმართაც სრულიად გულგრილნი ვართ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სწორია ამერიკელი,როცა ამბობს: ყველაზე დიდი ქონება დროაო.ჩვენ კი,ქართველები,დროს,ეშმაკმა იცის,რაზე ვხარჯავთ! ხუმრობაც გვაქვს ასეთი: “დრო,რასაკვირველია,ფულია,მაგრამ ფული თუ არ გაქვს,მიდი და დრო ხარჯეო”.ნეტავ,აზრიანად მაინც ვხარჯავდეთ,უბედურებაც ისაა,რომ უაზროდ ვფლანგავთ!”
* * *
“ნათქვამია,კეთილი საქციელი დაუსჯელი არასდროს არ რჩებაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ის კაცი სულ თავის თავს უსმენდა,მაშინაც კი,როცა სხვას ელაპარაკებოდა!”